ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი ახალ სეზონს ჰოლანდიაში, პსვ ეინდჰოვენთან მატჩით გახსნის. “როხიბლანკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.
“ჩვენ მზად ვართ. ყველა მოთამაშე, მათ შორის ისინიც, რომლებიც სკამზე დარჩებიან, საბრძოლველად მზად არიან. ეს სრულიად განსხვავებული თამაში იქნება შარშანდელ მერვედფინალებთან შედარებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მადრიდში გამარჯვებულები დავბრუნდეთ”, - განაცხადა სიმეონემ.
სხვათა შორის, “ატლეტიკომ” პსვ შარშან მერვედფინალურ ეტაპზე დაამარცხა, ოღონდ ძნელად – თერთმეტრიანების სერიით. ახლანდელი მატჩი კი, 22:45 საათზე დაიწყება.