ფეხბურთი

12:10 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “პარიზში ჩასვლა მიყვარს”

ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი პარიზში ჩასვლით ბედნიერია. გამოცდილი ფრანგის განცხადებით, მას უყვარს პარიზში სტუმრობა. “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი პსჟ-სთან რთულ თამაშს ელის. როგორც მან აღნიშნა, თუ გამარჯვება სურთ, მეტოქეს ნახევარდაცვაში სივრცეები უნდა შეუზღუდონ.

“პარიზში ჩასვლა მიყვარს – ეს ჩემი ქვეყანაა და პარიზში ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება. პსჟ საფრანგეთში საუკეთესო კლუბია. ფრანგებს ყოველთვის მაღალი დონის ფეხბურთელები და გუნდები ჰყავთ. მათთან თამაში შესანიშნავი იქნება. ჩვენ კი, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, შევუტევთ. პსჟ ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერია და პირველ რიგში სწორედ აქ არ უნდა მივცეთ თავისუფლად მოქმედების საშუალება. კოშელნი ახლა კარგადაა და დღეს ითამაშებს. ჩემი აზრით, იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში”, - განაცხადა ვენგერმა.

პსჟ – “არსენალის” საინტერესო თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.120462