ფეხბურთი

11:13 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტისა და “როსტოვის” დებიუტი...

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “როსტოვთან” მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა. იტალიელის განცხადებით მეტოქე ძალზე ორგანიზებული გუნდია, განსაკუთრებით დაცვის ხაზში.

“დღეს კინგსლი კომანი დაგვაკლდება. ასევე არ ითამაშებენ არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი, რომლებმაც ვარჯიში დაიწყეს, მაგრამ ფორმის აღსადგენად დრო სჭირდებათ. იმედი მაქვს, ისინი თამაშს მომდევნო კვირაში შეძლებენ. დუგლას კოშტა კი თავს კარგად გრძნობს და დღეს ძირითადში იქნება.

“როსტოვი” ძალიან კარგად გამოვიდა “აიაქსთან” შეხვედრებში მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იყო. რუსებს ძალიან ორგანიზებული დაცვა ჰყავთ და ამასთან, კარგად მუშაობენ მოედანზე, როგორც გუნდი”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემპიონთა ლიგაში ანჩელოტის დებიუტი ექნება. “როსტოვს” კი, საერთოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ექნება დებიუტი. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101881