კალათბურთი

1:33 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე კარიერას სლოვენიაში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი დუდა სანაძე კარიერას სლოვენიურ “ლასტოვკაში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Eurobasket.com ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 24 წლის ქართველმა მცველმა “მერცხლებთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააგრძელა და დომზალეში 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ დუდამ ბოლო სამი წელი NჩAA-ში გაატარა და “სან დიეგოს” ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მისი საშუალო მონაგარი 12.5 ქულა, 4.0 მოხსნა და 1.1 პასი იყო.

სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატი სტარტს 8 ოქტომბერს აიღებს, “ლასტოვკას” პირველი მეტოქე კი “კასტინგსი” იქნება.

0.128105