ფეხბურთი

16:52 | 12.09.2016 | ნანახია 0 - ჯერ

შეყილაძემ იტალიის სერია C-ში დუბლი შეასრულა

ირაკლი შეყილაძემ იტალიის სერია C-ის მესამე ტურში დუბლი შეასრულა. 23 წლის ქართველი ფორვარდი კლუბ "ტატუჩიოში" თამაშობს და "ლუპო რომასთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. შეყილაძემ პირველი ტაიმის ბოლოს გახნა ანგარიში, შემდეგ რომაელებმა გაათანაბრეს და ქართველმა 67-ე წუთზე მეორედ დააწინაურა თავისიანები.

შეგახსენებთ, შეყილაძე საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. ის "ემპოლის" ახალგაზრდულ გუნდში იყო და ძირითად გუნდშიც გადაიყვანეს, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064544
სარეკლამო ადგილი - 99
X x X