თანამედროვე, პროფესიონალურ და ელიტურ რაგბიში, მასობრივი ჩხუბი იშვიათობა გახდა. მორაგბეები სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ ურთიერთობების მუშტებით გარკვევას, მაგრამ ტოპ 14-ის მე-4 ტურში, "გრენობლისა" და "ბრივის" მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, გუნდებმა თავი ვერ შეიკავეს და არეულობაში სათადარიგო მოთამაშეებიც ჩაერთვნენ.