სხვა

13:45 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორივე ქართველი დამარცხდა

ქართველმა სუმოისტებმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ტოკიოს “როგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მე-2 დღე მარცხიანად დაასრულეს.

ტოჩინოშინი, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ამჯერად ოძეკი კოტოშოგიკუს გაეჯიბრა და იორიკირით დამარცხდა. ქართველი სეკიტორი ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია, მისი მომდევნო მეტოქე კი ოძეკი კისენოსატო იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 6:16-ს აგებს.

თანაბარი ბალანსი (თითო მოგება-წაგება) აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა სოკოკურაისთან უვატენაგეთი წააგო. ქართველი სუმოისტი მე-3 ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა არავაშისთან გამართავს და ნავსის გატეხვას ეცდება. გაგამარუს მასთან ოთხივე შერკინება წაგებული აქვს.

2 დღის თავზე ლიდერთა შორის იმყოფება მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, ხოლო მისი თანამემამულე, ასევე იოკოძუნა კაკურიუ ჯერაც პირველი გამარჯვენის მოლოდინშია. მან ამჯერად პირველ მაეგაშირა კაკურიუსთან წააგო.

0.113462