სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:52 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "რეალის" და "ატლეტიკოს" სასჯელი გადაჭარბებული არაა"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალმა" და "ატლეტიკომ" ფიფას სატრანსფერო დისკვალიფიკაცია არ უნდა გაასაჩივრონ, რადგან ეს უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვა იქნება.

"რეალის" და "ატლეტიკოს" სასჯელი გადაჭარბებული არაა, მსგავს სიტუაციაში ერთხელ "ბარსელონაც" იყო." - ციტირებს ესპანელის სიტყვებს Sky Sports-ი.

ფიფამ ესპანური გუნდები არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გამო დასაჯა და მომდევნო ორ სატრანსფერო პერიოდში ფეხბურტელების დამატებას ვერ შეძლებენ. ლაპორტმა განაცხადა, რომ კლუბები აღნიშნულ სასჯელს უნდა შეეგუონ. მადრიდელები კი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ გასაჩივრებას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114821