არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიის "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების მხრივ კლუბის რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა. სამხრეთამერიკელმა ვიქტორ ვალდესის შედეგი ერთი მატჩით გააუმჯობესა. მესი "ალავესთან" წაგებულ შეხვედრაში მე-60 წუთზე შევიდა და გუნდის მაისურით 536-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ლიონელს ჩატარებული შეხვედრების რეიტინგში მიგელი (549), კარლეს პუიოლი (593), ანდრეს ინიესტა (594) და ჩავი ერნანდესი (767) უსწრებენ.