ძიუდო

23:57 | 10.09.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ზვიად გოგოჭური პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

ის რაც ვერ შეძლო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რიო 2016-ზე პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზვიად გოგოჭურმა გააკეთა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 29 წლის ქართველმა პარასპორტსმენმა ბრაზილიურ ტატამზე სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამასთან, საქართველოდან პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო. ისტორიული მედალი ოქროსია და შესაბამისად, რიო დე ჟანეიროში საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა.

90 კილოგრამის ოლიმპიურ კონკურენციაში სულ 11 პარაძიუდოისტი ჩაება. გოგოჭური წილისყრამ მეორე წრეში – მეოთხედფინალში განთესა და მას ფინალის გზაზე ორი შეხვედრის მოგება ეყო.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც პარაძიუდოისტთა გუნდში მხედველობის პრობლემის გამო მოხვდა, საქმეში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო და არგენტინელ ხორგე ლენცინას წუთსა და 38 წამში მოუგო იპონით. ნახევარფინალში კი ამერიკელი დარტანიონ კროკეტი წუთნახევარში შებოჭა.

ზვიად გოგოჭურმა გადამწყვეტ ბრძოლაშიც ვადაზე ადრე მიაღწია წარმატებას - უკრაინელ ოლექსანდრ ნაზარენკოს დაუპირისპირდა და უილეთო შეხვედრაში, 4 წუთსა და 16 წამში 4 გაფრთხილება მიაღებინა.

რიო დე ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 5 სპორტსმენით გაემგზავრა. ძვიად გოგოჭშურის გარდა, ქართულ განაცხადში ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა), აკაკი ჯინჭარაძე (წოლჭიმი). ვანო წიკლაური (პარამშვილდოსნობა) და ლია ჩაჩიბაია (ცურვა) მოხვდნენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:03 | 14.10.2016
valeri8848 (2622)

ესეთი დარმტყმელი კაცებში დაც არ გვყავს

20:48 | 14.10.2016
zirzikichi (2952)

მართალია, ჯანოზე კარგად ასრულებს ხო ჯარიმებს?? უბრალოდ ქალთა ფეხბურთში ყველაზე დიდი სუსტი წერტილი არის მეკარე!! გოლი მაგარი გაიტანა, კარგი მოთამაშეა გაბელია!!

13:53 | 14.10.2016
johnsilver (1156)

მალადეც გულნარა! ქალები მალე ფეხბურთშიც აჯობებენ კაცებს.
მთლად ჭადრაკივით ვერა, მაგრამ ლიგაზე წარმატებული კაცი ფეხბურთელი არ გვყოლია უკვე დიდი ხანია (ვიცე-პრემიერის დროიდან )

0.086613