ძიუდო

20:55 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად გოგოჭური რიო 2016-ის ფინალშია

ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე მედალს მოიპოვებს. რიო დე ჟანეიროში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორები დღეს უნდა გამოვლინდნენ. გოგოჭურმა კი დილის პროგრამა ასპროცენტიანი შედეგით ჩაამთავრა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრი, რომელიც პარაძიუდოისტთა გუნდში მხედველობის პრობლემის გამო მოხვდა, საქმეში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო და არგენტინელ ხორგე ლენცინას წუთსა და 38 წამში აჯობა იპონით. ნახევარფინალში კი ამერიკელ დარტანიონ კროკეტს წუთნახევარი აკმარა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ზვიად გოგოჭური უკრაინელ ოლექსანდრ ნაზარენკოს დაუპირისპირდება. შეხვედრა ორიოდ საათში გაიმართება.

0.116428