ფეხბურთი

19:33 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სიონმა" და "გურიამ" პირველად იმარჯვეს, "ტორპედომ" გოლის გატანა მოახერხა

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში სამი მატჩი გაიმართა და ორ მათგანში მასპინძლებმა მოიგეს. თეთრ ჯგუფში ორი შეხვედრა ჩატარდა. "ცხინვალმა" შინ "ლოკომოტივთან" 1:2 წააგო. სტუმრების მხრიდან დუბლი გეგი დიასამიძემ შეასრულა. მეორე შეხვედრაში კი "გურიამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა და შინ "ტორპედო" 2:1 დაამარცხა. ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარეს და ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

წითელი ჯგუფის ბოლოადგილოსნების დაპირისპირება გაიმართა ბოლნისში, სადაც "სიონმა" პირველად მოახერხა ქულების მოპოვება და "ზუგდიდი" 4:1 გაანადგურა. სტუმართა გუნდი ჩემპიონატში ერთადერთია, რომელსაც ქულა ჯერ არ აქვს.

ამრიგად, თეთრ ჯგუფში "ლოკომოტივი" 7 ქულით მესამე ადგილზეა, "გურია" და "ცხინვალი" კი მეოთხე და მეხუთე პოზიციებს იკავებენ. ქუთაისელები კვლავ ბოლო პოზიციაზე რჩებიან. მეორე ჯგუფში კი "სიონი" ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო "ზუგდიდი" ცხრილის ბოლოში იმყოფება.

ხვალ კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება. "სამტრედია" "კოლხეთს" მიიღებს, თბილისის "დინამო" "შუქურას" უმასპინძლებს, ხოლო "საბურთალო" "ბენდელაზე" "დილასთან" გაარკვევს ურთიერთობას.

წითელი ჯგუფი

სიონი - ზუგდიდი 4:1 (1:0)

1:0 ირაკლი ძარია (30), 2:0 ვიაჩესლავ სუშკინი (45), 3:0 ოთარ კობახიძე (59), 3:1 ნიკა ნარმანია (73), 4:1 გიორგი ჯანელიძე (90)

თეთრი ჯგუფი

გურია - ტორპედო 2:1 (1:0)

1:0 ევგენი მოროზენკო (27), 1:1 ოთარ კვერნაძე (55), 2:1 გია ჩადუნელი (68)

ცხინვალი - ლოკომოტივი 1:2 (0:1)

1:0, 2:0 გეგი დიასამიძე (11, 61), 1:2 ჯაბა დვალი (80)

0.113083