ფეხბურთი

18:43 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

იოჰან კრუიფის სახელობის ქუჩა და მემორიალური დაფა კატალონიაში

კატალონიის ქალაქ ვალფოგონა დე რიუკობში ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის იოჰან კრუიფის სახელობის ქუჩა და მემორიალური დაფა გაიხსნა. როგორც გამოცემა AS-ი იტყობინება, საზეიმო ღონისძიებას “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და იოჰან კრუიფის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

“ეს ჩვენი ოჯახისთვის ამაღელვებელი დღეა. დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, რომელთაც მამაჩემს პატივი მიაგეს” - განაცხადა იოჰან კრუიფის ვაჟმა, ხორდი კრუიფმა.

ვალფოგონა დე რიუკობი ტარაგონას ოლქში შემავალი პატარა ქალაქია. ამ გზით ფეხბურთის ლეგენდის ხსოვნისთვის პატივის მიგება ქალაქის მერისა და ადგილობრივ მაცხოვრებელთა ინიციატივა იყო.

იოჰან კრუიფი მიმდინარე წლის მარტში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113589