ფეხბურთი

10:24 | 10.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: მერებაშვილის გოლი, ლორიას მარცხი

პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა. VII ტურში გიორგის პლოცკის “ვილსამ” გასვლაზე “ზაგლებიეს” 2:1 მოუგო, ანგარიში კი, 26-ე წუთზე ჩვენებურმა შემტევმა გახსნა. მერებაშვილმა მოედანზე 65 წუთი დაჰყო და მერე შეცვალეს. “ვისლას” 7 ტურის მერე 11 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურის სასტარტო მატჩში “როსტოვმა” “კრილია სოვეტოვს” საკუთარ მოედანზე 2:1 აჯობა. დამარცხებულთა კარს 90 წუთი იცავდა გიორგი ლორია, რომელმაც რუსული გამოცემებისგან ამჯერად მაღალი შეფასება ვერ მიიღო (5.5). ქართველ კიპერს მთელი თამაში 2 სეივი ჰქონდა. მისი გუნდი კი, ცუდად თამაშს აგრძელებს – “კრილიას” 6 ტურში ოდენ 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

დონეცკის “შახტარის” 21-წლამდე გუნდში გიორგი არაბიძემ მხოლოდ 8 წუთი ითამაშა. მისი გუნდი კი, შინ კიევის “დინამოსთან” 2:3 დამარცხდა. არაბიძე მოედანზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც “შახტარი” 2:3 აგებდა. აღსანიშნავია, რომ კიეველთა მხრიდან მეორე გოლი 21 წლის ქართული წარმოშობის მცველმა, ზურაბ ოჩიგავამ გაიტანა.

0.146819