ინგლისის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად "ჰალის" თავკაცი მაიკ ფელანი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ინგლისელმა სპეციალისტმა გუნდი მიმდინარე სეზონში ჩაიბარა და ეროვნული ჩემპიონატის სამ ტურში "ვეფხვებმა" სამიდან ორი მატჩი მოიგეს და 6 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. ფელანმა აჯობა პეპ გვარდიოლას ("სიტი"), ანტონიო კონტეს ("ჩელსი") და ჟოზე მოურინიოს ("იუნაიტედი"). სამივე სპეციალისტის გუნდს 100%-იანი შედეგი აქვს. "ჰალმა" ერთი შეხვედრა "წითელ ეშმაკებთან" შინ ბოლო წუთზე წააგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პეპეს ეყოს ეხა მართლა 100 კილოა კაცი და პირველი 2 სეზონის მერე არც უტამაშია ისე იღებს ხელფასს
კაი ტიტულები და ფული მოხია და წავიდეს აწი ამერიკაში