ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ონილმა, რომელსაც მალე “დიდების დარბაზში” შეიყვანენ, ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა.
შაკის რჩეული ხუთეული ასე გამოიყურება: მეჯიქ ჯონსონი, მაიკლ ჯორდანი, ჯულიუს ირვინგი, კარლ მელოუნი და ბილ რასელი.
შეგახენებთ, რომ შაკილ ონილი ნბა-ს 4-გზის ჩემპიონია. ის სამგზის ფინალების, ხოლო ერთგზის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეა.