ფეხბურთი

10:24 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა “ვიტესს” მადლობა გადაუხადა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის “ლეგიას” ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი არნემის “ვიტესს” თავისი ფეისბუქის გვერდიდან დაემშვიდობა. როგორც, 23 წლის შემტევმა დაწერა, იგი მადლობელია იმისთვის, რაც ჰოლანდიურმა კლუბმა განვლილი ხუთი წლის განმავლობაში გაუკეთა.

“დღეს იყო ჩემი ბოლო დღე არნემში 5 საოცარი წლის შემდეგ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა – გულშემატკივრებს, სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებს. მადლობა ყველას”, - დაწერა ვაკომ.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილი “ვიტესში” 2011 წელს ჩაირიცხა და მას მერე არნემელთა რიგებში ჩატარებულ 122 შეხვედრაში 28 გოლის გატანა მოახერხა. იგი “ლეგიაში” ორი კვირის წინ გადაბარგდა – ვაკო პოლონეთში ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით იასპარეზებს.

0.444384