ფეხბურთი

0:13 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფლამინის ახალი გუნდი ცნობილია

ლონდონის "არსენალის" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი მატიე ფლამინი მიმდინარე სეზონს "კრისტალ პალასში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "არწივების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფლამინი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მატიე "არსენალში" 4-წლიანი ასპარეზობის შემდეგ "მილანში" 2008 წელს ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 5 წლის შემდეგ უკან დაბრუნდა. სულ "მეთოფეთა" რიგებში ნახევარმცველმა 243 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135797