გერმანიის ეროვნული ნაკრების და "სიტის" შემტევი ლეროი სანე მანჩესტერული დერბისთვის მზადაა. 20 წლის ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას აქტიურობის შემდეგ კლუბმა "შალკედან" დაიმატა, თუმცა ტრავმა ახლა მოიშუშა და შეეცდება სეზონის პირველი შეხვედრა სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩაატაროს.
სანემ "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ ვებგვერდს განუცხადა, რომ ფეხის ტრავმა აღარ აწუხებს, თავს კარგად გრძნობს და მომავალი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაშია. დიდი ალბათობით, ჯერჯერობით უთამაშებელ ფეხბურთელს ესპანელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებს.
მანჩესტერული დერბი "ოლდ ტრაფორდზე" 10 სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.