ჩოგბურთი

18:01 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარეი US Open-ს გამოეთიშა, ვავრინკამ დელ პოტროს აჯობა

ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში იაპონელმა კეი ნიშიკორიმ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ბრიტანელი ენდი მარეი 1:6, 6:4, 4:6, 6:1, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. გადამწყვეტ მეხუთე სეტში იაპონელმა 5:5-ზე ბრეიკი გააკეთა, რამაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. კეიმ 13 შესაძლებლობიდან 9 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ენდის 15-დან 8 ბრეიკი ჰქონდა.

ნახევარფინალში ნიშიკორის მეტოქე შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იქნება, რომელმაც არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 7:6, 4:6, 6:3, 6:2 აჯობა.

ვავრინკა - ნიშიკორის შეხვედრა 9 სექტემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში ვავრინკა იაპონელს 3:2-ს ამარცხებს.

0.115647