აბა ვინ არ იცის ბრაზილიაში ერთობ პოპულარული კონკურსის, “მის ბუმ ბუმის” შესახებ, სადაც მონაწილეობას ამ ქვეყნის ყველაზე გავაგანიერი ქალები იღებენ და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პოპულარობით “მის ბუმ ბუმის” მოგება ბრაზილიაში ბევრ ცნობილ სილამაზის კონკურსს აღემატება.
ადრეც ვწერდით, რომ ამ დიდებული კონკურსის მესვეურებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ღონისძიების მასშტაბები გაეზარდათ და გრანდიოზულუკანალიანი ქალები სხვა ქვეყნებშიც გაეხარებინათ. საამისოდ კიდეც შეარჩიეს ახალი ქვეყანა – მექსიკა, სადაც ბრაზილიის საზღვრებს გარეთ პირველი კონკურსი უნდა გამართულიყო.
საბოლოო ჯამში ამ იდეამ განხორციელება ვერ ჰპოვა, რადგან წინააღმდეგნი თვითონ ბრაზილიელები იყვნენ. გარდა ამისა განაწყენდნენ ბრაზილიის სტადიონების მესვეურები (სადაც ეს კონკურსი ძირითადად იმართება ხოლმე) რომლებიც მშვენიერ შემოსავალს კარგავდნენ. ასე რომ, ბრაზილიურ სტადიონებს შემოსავალი, ბრაზილიელ მამრებს კი ხალისი არც შემდეგში მოაკლდებათ.