საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მონტენეგროსთან (74:76) მარცხის შემდეგ, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის თქმით, დღევანდელი თამაშის წაგება შეტევაში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა.
“პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოვიდა და გვერდში დაგვიდგა. საოცარი ატმოსფერო იყო დარბაზში მათი წყალობით. რაც შეეხება თამაშს, მცირე დეტალების გამო წავაგეთ, 2 ქულის სხვაობით. მიუხედავად ამისა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს დასახულ მიზანს შევასრულებთ და ევრობასკეტზე მაინც გავალთ.
დაცვაში დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეტევაში გვქონდა რამდენიმე შეცდომა და სწორედ ამან იქონია მატჩის შედეგზე გავლება. ამასთან, ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ. მთლიანობაში რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ბიჭების ბრძოლისუნარიანობით – არა”, - განაცხადმა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები სამი ტურის ჯგუფში მეორე ადგილზეა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორეადგილოსანთა შორის, საუკეთესო მაჩვენებლი გააჩნია. შეგახსენებთ, ევრობასტეკ 2017-ის საგზურს ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.