საქართველოსა და მონტენეგროს (74:76) მატჩის შემდეგ სტუმართა თავკაცმა ბოგდან ტანიევიჩმა ისაუბრა. გამოცდილი სსპეციალისტის აზრით, მისმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო. იქვე, ტანიევიჩმა მოსაზრება მსაჯობაზეც გამოთქვა – როგორც ის ფიქრობს, მსაჯებს დღევანდელ შეხვედრაში შეცდომები არ დაუშვიათ.
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დარბაზში ძალიან კარგი ქომაგობა იყო. 1964 წელს ქორქიასა და საკანდელიძის წინააღმდეგ მომიწია აქ თამაში და მაშინაც ნამდვილი საკალათბურთო ატმოსფერო. ამის ფონზე, უფრო დასაფასებელია ის გამარჯვება, რომელიც მოვიპოვეთ. სატურნირო ცხრილის თვალსაზირისითაც დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპის ჩემპიონატისკენ – წინ რა თქმა უნდა, კიდევ სამი თამაშია, მაგრამ დღევანდელმა მოგებამ ბევრი რამ გადაწყვიტა ჩვენთვის.
პირველ ნახევარში იყო მომენტები, როდესაც საქართველო წინ გავიდა 10 ქულით და ამ ჩამორჩენის გაბათილება მალევე რომ მოვახერხეთ, ეს გადამწყვეტი მომენტი გახლდათ. პირველი ტაიმის ბოლოს ორ ქულამდე შევამცირეთ ჩამორჩენა და იმ მომენტში უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. ძალიან რთული გახლდათ ჩვენთვის მაშინ თამაში, როდესაც მოედანზე სამი მაღალი კალათბურთელი იყო, შენგელია, ფაჩულია და სანიკიძე. ასევე, შერმადინი, თუმცა ჩვენ მათი განეიტრალება მოვახერხეთ. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო გასაღები იმისა, რომ შეტევაში თამაში გამოგვივიდა. აქვე, ვიმედოვნებ, რომ დიდი იმედი მაქვს, ფინალურ ეტაპზე ჩვენთან ერთად საქართველოს ნაკრებიც გავა.
არ ვფიქრობ, რომ მსაჯებმა ჩვენი მხარე დაიჭირეს. ჩემი აზრით, მათ ძალიან კარგად იმსაჯეს მთელი შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებას თუ რას მივაწერ – უფრო ლოგიკურად მოვიგეთ, ვიდრე იღბლის ხარჯზე, რადგან პირველ ტაიმში საკმაო ჩამორჩენა ამოვქაჩეთ და მეორე ნახევარში მაღალი მოთამაშეებიც გავანეიტრალეთ. შაპასუხო თამაშს რაც შეეხება, შედეგით არ ვიცი, როგორ დამთავრდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღევანდელზე გაცილებით ადვილი მატჩი გვექნება, რადგან გულშემატკივარი მხარს ჩვენ დაგვიჭერს და ატმოსფეროც საჩვენო იქნება. მიუხედავად ამისა, რთულ თამაშს ველოდები”, - განაცხადა ტანიევიჩმა.
საქართველოს ნაკრები სამი ტურის ჯგუფში მეორე ადგილზეა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორეადგილოსანთა შორის, საუკეთესო მაჩვენებლი გააჩნია. შეგახსენებთ, ევრობასტეკ 2017-ის საგზურს ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს.