ფეხბურთი

19:48 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

120 მილიონი Nike-სგან - “რეალი” ტექნიკურ სპონსორს იცვლის

მადრიდის “რეალისა” და სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Adidas-ის ხანგრძლივი ურთიერთობა ვადაზე ადრე დასრულდება. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, “სამეფო კლუბს” უახლოეს პერიოდში ახალი სპონსორი ეყოლება - როგორც OKDiario იტყობინება, მადრიდიელები კომპანია Nike-სთან აფორმებენ კონტრაქტს, რაც მათ ბიუჯეტს წლიურად 120 მილიონ ევროს შემატებს.

“რეალს” Adidas-თან ხელშეკრულება 2019-2020 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს და კლუბი წლიურად 44,6 მილიონ ევროს იღებს, თუმცა სწორედ ეს თანხა გახდა მხარეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი. ესპანური გრანდის ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გამოიწვია Adidas-სა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებულმა კონტრაქტმა, რომლის მიხედვით გერმანული კომპანია ინგლისურ კლუბს მადრიდელებზე ორჯერ მეტს უხდის, მაშინ როცა “მანჩესტერი” ევროპის ლიგაში ასპარეზობს, ხოლო “რეალმა” ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ორჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა. ესპანური მედიის მტკიცებით, შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა Nike-მ და "სამეფო კლუბს" სოლიდური წინადადება შესთავაზა.

0.110721