2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს და ჩერნოგორიის მატჩზე, რომელიც დღეს თბილისის სპორტის სასახლეში შედგება, ყველა ბილეთი გაყიდულია. ამ განცხადებას კომპანია TKT.ge ავრცელებს, რომელიც მომავალი თამაშის ბილეთების ინტერნეტ-რეალიზაციას ახდენდა.
ევრობასკეტ-2017-ის F ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაზე სრული ანშლაგი იქნებოდა, მოსალოდნელიც გახლდათ, თუმცა, ის, რომ ბილეთები უკვე დღის პირველ ნახევარში გათავდა, მაინც სასიამოვნოა.
შეგახსენებთ, რომ მომავალი მატჩი სტარტს 19:00 საათზე აიღებს და წინასწარი ინფორმაციით, სპორტის სასახლეში 9 ათასამდე ქომაგს ელიან.
ისიც ვთქვათ, რომ დარბაზის კარებები 17:30 საათიდან გაიღება და კარგი იქნება, თუკი გულშემატკივარი კუთვნილი ადგილების დაკავებას თადარიგიანად ეცდება.