პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვეიცარიასთან (0:2) დამარცხების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
“თამაში აქტიურად დავიწყეთ, პირველი 15-20 წუთის განმავლობაში მატჩს ვაკონტროლებდით. რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ, რომ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ”- განაცხადა სანტუშმა.