ფეხბურთი

13:06 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი – 48 სანაკრებო გოლი 24 წლის ასაკში

ნეიმარი ზიკოს დაეწია ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლებით. “ბარსელონას” ვარსკვლავმა 48-ე სანაკრებო გოლი გაიტანა და ეს 24 წლის ასაკში, რაც ბრწყინვალე შედეგია.

ნეიმარმა ბრაზილია-კოლუმბიის შესარჩევ შეხვედრაში (2:1) გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. მას 72 მატჩი ჩაუტარებია ნაკრებში.

“სელესაოს” რეკორდსმენი პელეა 77 გოლით, მეორეზე რონალდო (62), მესამეზე რომარიო (55), შემდეგ კი ზიკო და ნეიმარი მოდიან 48-48 გოლით.

მსოფლიოში ყველაზე მეტი სანაკრებო გოლი ირანელ ალი დაეის აქვს – 109! ეს უნიკალური შედეგია. ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი აქვს პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს – 61. მეორეზე კი არგენტინელი ლეო მესია 56 გოლით. ისე, რონალდუზე მეტი გაუტანია შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს (62), თუმცა მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

0.138183