ჩოგბურთი

11:26 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში ვოზნიაცკი კერბერს დაუპირისპირდება

ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა ჩოგბურთში პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა, ერთმანეთს გერმანელი ანგელიკა კერბერი და დანიელი ქეროლაინ ვოზნიაცკი შეხვდებიან.

მეოთხედფინალში კერბერმა იტალიელი რობერტა ვინჩი 7:5, 6:0 დაამარცხა. ვოზნიაცკიმ კი ლატვიელი სევასტოვა 6:0, 6:2 გაანადგურა.

ვოზნიაცკი – კერბერის ნახევარფინალური შეხვედრა 9 სექტმებერს თბილისის დროით 03:00 სათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში ქეროლაინი გერმანელს 7:5-ს უგებს.

0.123112