ფეხბურთი

11:03 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

H ჯგუფში სამივე ფავორიტმა დამაჯერებლად მოიგო (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფს ერთბაშად სამი თანალიდერი ჰყავს. პირველ ტურში ბელგიამ, ბოსნიამ და საბერძნეთმა დიდი ანგარიშებით იმარჯვეს და წესით, სწორედ მათ შორის უნდა გათამაშდეს მუნდიალის საგზურ(ებ)ი.

საბერძნეთმა სტუმრად გიბრალტარს ადვილად, 4:1 აჯობა, ხოლო ბელგიამ ასევე გასვლაზე კვიპროსი დაამარცხა – 3:0. “წითელ ეშმაკთაგან” დუბლით რომელუ ლუკაკუ გამოირჩა, ხოლო ერთი იანიკ ფერეირა-კარასკომ შეაგდო.

ბოსნიის ნაკრებმა შინ მოიპოვა სამი ქულა. ედინ ჯეკომ და კომპანიამ ესტონეთი 5:0 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური მცველი ემირ სპაჰიჩი დუბლით გამოირჩა, სწორედ მან დაიწყო და დაასრულა ესტონელთა რბევა.

კვიპროსი – ბელგია 0:3 (0:1) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ლუკაკუ (13), 0:2 ლუკაკუ (61), 0:3 კარასკო (81)

ბოსნია – ესტონეთი 5:0 (2:0) მიმოხილვა

გოლები: სპაჰიჩი (7), 2:0 ჯეკო (23, პენ), 3:0 მედუნიანი (71), 4:0 იბიშევიჩი (83), 5:0 სპაჰიჩი (90)

გიბრალტარი – საბერძნეთი 1:4 (1:4) მიმოხილვა

გოლები: 0:1 მიტროღლუ (10), 1:1 უოლკერი (26), 1:2 ვისემანი (44, ა.გ), 1:3 ფორტუნისი (45), 1:4 ტოროსიდისი (45)

1. ბოსნია 1 1 0 0 5:0 3
2. საბერძნეთი 1 1 0 0 4:1 3
3. ბელგია 1 1 0 0 3:0 3
4. გიბრალტარი 1 0 0 1 1:4 0
5. კვიპროსი 1 0 0 1 0:3 0
6. ესტონეთი 1 0 0 1 0:5 0

მომდევნო ტური – 7 ოქტომბერი

ესტონეთი – გიბრალტარი

საბერძნეთი – კვიპროსი

ბელგია - ბოსნია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144385