მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დაიწყო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა. ფერნანდუ სანტუშის გუნდი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ბაზელში ჩავიდა და მასპინძელ შვეიცარიასთან მარტივად წააგო – 0:2.
მასპინძლებმა ევროპის ჩემპიონს ყველაფერი საწყის ნახევარ საათში დაუმთავრეს. დრის ემბოლომ და ადმირ მეჰმედიმ ორჯერ დალაშქრეს პორტუგალიის კარი და დარჩენილ დროში არც არაფერი შეცვლილა.
ამავე, B ჯგუფში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ევრო ფორუმზე ჩინებულად გამოსულმა უნგრეთმა ფარერებს ტორსჰაუნში ვერაფერი დააკლო და მხოლოდ უგოლო ფრეს დასჯერდა. ლატვიის ნაკრებმა კი, სტუმრად ანდორას აჯობა.
ფარერები – უნგრეთი 0:0 (0:0) მიმოხილვა
შვეიცარია – პორტუგალია 2:0 (2:0) მიმოხილვა
გოლები: 1:0 ემბოლო (24), 2:0 მეჰმედი (30)
ანდორა – ლატვია 0:1 (0:0) მიმოხილვა
გოლი: 0:1 საბალა (48)
1. | შვეიცარია | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 | |
2. | ლატვია | 1 | 1 | 0 | 0 | 1:0 | 3 | |
3. | უნგრეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 | |
4. | ფარერები | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 | |
5. | ანდორა | 1 | 0 | 0 | 1 | 0:1 | 0 | |
6. | პორტუგალია | 1 | 0 | 0 | 1 | 0:2 | 0 |
მომდევნო ტური – 7 ოქტომბერი
პორტუგალია – ანდორა
ლატვია – ფარერები
უნგრეთი - შვეიცარია