მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში პირველი ტურის მერე ერთპიროვნულად ბულგარეთის ნაკრები გალიდერდა. არადა, ამავე ქვეჯგუფში საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები არიან.
სხვათა შორის, სოფიაში ბულგარელებს ლუქსემბურგის ნაკრებთან ძალზე მძიმე ბრძოლა გადახდათ თავს და მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ალექსანდრ ტონევის გატანილი გოლით მოიპოვეს სამი ქულა – 4:3. თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მერე სტუმრებმა აღმოფხვრეს სხვაობა და დაწინაურდნენ კიდეც. მალევე ბულგარეთი ისევ წინ გავიდა, მაგრამ ლუქსემბურგმა ისევ გაათანაბრა. და მაინც, ტონევის გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები კი, ბორისოვში, ბელორუსთან ვერაფერს გახდა და ნულოვანი ფრით მოუწია დაკმაყოფილება. რაც შეეხება ჯგუფის კიდევ ერთ ბობოლა წარმომადგენელ ჰოლანდიას – “ორანჯე” სტოკჰოლმში, შვედეთთან ასევე ქულას გამორჩა. მეტიც, სკანდინავიელები იგებდნენ მარკუს ბერგის გოლით და გათანაბრება ვესლი სნეიდერმა მეორე ნახევარში მოახერხა.
ბელორუსი – საფრანგეთი 0:0 (0:0) მიმოხილვა
შვედეთი – ჰოლანდია 1:1 (1:1) მიმოხილვა
გოლები: 1:0 ბერგი (43), 1:1 სნეიდერი (67)
ბულგარეთი – ლუქსემბურგი 4:3 (1:0) მიმოხილვა
გოლები: 1:0 რანგელოვი (16), 1:1 იოახიმი (60), 1:2 იოახიმი (62), 2:2 მარსელინიო (65), 3:2 პოპოვი (79), 3:3 ბონერი (90), 4:3 ტონევი (90)
1. | ბულგარეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 4:3 | 3 | |
2. | შვედეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 | |
3. | ჰოლანდია | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 | |
4. | საფრანგეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 | |
5. | ბელორუსი | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 | |
6. | ლუქსემბურგი | 1 | 0 | 0 | 1 | 3:4 | 0 |
მომდევნო ტური – 7 ოქტომბერი
საფრანგეთი – ბულგარეთი
ლუქსემბურგი – შვედეთი
ჰოლანდია - ბელორუსი