სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

23:31 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შვიდიდან ორმა იმარჯვა

თელავში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში 7 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, რომელთაგან პირველი ეტაპის დაძლევა მხოლოდ ორმა მოახერხა.

სოფო ქვაცაბაიამ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუსი ანასტასია ფროლოვა 6:3, 6:7 (4:7), 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში უკრაინელ დაიანა იასტრემსკაიას გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა პირველ ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძეს 6:4, 6:3 სძლია.

გამარჯვება იზეიმა მარიამ ბოლქვაძემაც, რომელმაც გასულ კვირას ბათუმის 10-ათასიან ტურნირზე იმარჯვა. მარიამმა ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელ დეა ჰერძელასს 6:4, 6:3 მოუგო და მე-2 რაუნდში მე-4 განთესვის მქონე რუს ვერონიკა კუდრიავცევას დაუპირისპირდება.

ანა მაქაცარიამ რუს დარია ლოდიკოვასთან 2:6, 3:6 წააგო, მარიამ დალაქიშვილი ასევე რუს ოლგა დოროშინას ვერ გაუმკლავდა – 4:6, 2:6, ანა ახალკაცი რუსსავე ნათელა ძალამიძესთან 1:6, 0:6 დამარცხდა, ხოლო თათია მიქაძე უკრაინელ ვალერია სტრახოვას დანებდა – 6:0, 3:6, 1:6.

წყვილთა ტურნირში გორგოძემ და ქვაცაბაიამ რუმინელ ბუზარნესკუს და ყირგიზ პალკინა ულუკანს 6:4, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში ძალამიძეს და მის თანამემამულე კუდერმეტოვას ეთამაშებიან.

მეოთხედფინალშივე მიქაძე და შაფათავა ძალებს რუსულ წყვილთან (კომარდინა-მონოვა) მოსინჯავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.093031