ფეხბურთი

21:17 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენტნერი ინგლისში ბრუნდება

დანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკლას ბენტნერი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, დიდი ალბათობით ინგლისში დაბრუნებდა და კარიერას ჩემპიონშიპის ბინადარ “ნოტინგემ ფორესტში” გააგრძელებს. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, 28 წლის სკანდინავიელი ფორვარდი ნისლიან ალბიონზე უკვე იმყოფებოდა და კლუბთან ტარნსფერის დეტალები შეათანხმა.

ბენტნერმა ბოლო ორი სეზონი გერმანულ “ვოლფსბურგში” გაატარა, რომლის რიგებშიც 31 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა. ინგლისში თამაშის გამოცდილება კი დანიელს საკმაოდ აქვს – თავის დროზე მას “არსენალის” “ბირმინგემისა” და “სანდერლენდის” ღირსება დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117808