მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ანა ივანოვიჩმა სეზონი ნაადრევად დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ანა ავრცელებს.
“რთული გადაწყვეტილება მივიღე, ტრავმის მოშუშებას დრო დასჭირდება. კორტს შემდეგ წელს დავუბრუნდები”- განაცხადა ივანოვიჩმა.
ანას მაჯის ტრავმა აწუხებს, რამდენიმე კვირაში ოპერაციის გაკეთებას გეგმავს და როგორც ჩანს, სარეაბილიტაციო კურსი წლის ბოლომდე გაგრძელდება.