ჩოგბურთი

18:57 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა აბსოლუტური რეკორდსმენია

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა დიდი სლემის ტურნირებზე 308-ე შეხვედრა მოიგო, რაც როგორც ქალთა ასევე კაცთა ჩოგბურთში აბსოლუტური რეკორდია.

სერენამ ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში ყაზახი იაროსლავა შვედოვა 6:2, 6:3 დაამარცხა. მეოთხედფინალში სერენას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი რუმინელი სიმონა ჰალეპი იქნება.

სერენამ ამ გამარჯვებით დიდი სლემის ტურნირზე მოგებული მატჩებით როჯერ ფედერერს გადაასწრო, რომელსაც 307 შეხვედრა აქვს მოგებული, მესამე ადგილს 306 გამარჯვებით მარტინა ნავრატილოვა იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე 299 გამარჯვებით კრის ევერტია.

0.117893