ლეგენდარული ინგლისელი მეკარის პიტერ შილტონის აზრით, უეინ რუნი ინგლისის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა BBC-ს უთხრა, უეინს სანაკრებო კარიერა ევროპის ჩემპიონატის შემდგომ უნდა დაესრულებინა.
“უმჯობესი იქნებოდა რუნის ნაკრებში თამაში ევროპის ჩემპიონატის მერე დაესრულებინა. იგი აღარაა ისეთი თავდამსხმელი, როგორც ადრე. მეტიც, უფრო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.
რეკორდი? – არა, ამას ამიტომ არ ვამბობ და მიზეზი ეს არ გახლავთ. თუ ის ითამაშებს კარგად, მაშინ იყო ნაკრებშიც”, - თქვა შილტონმა.
პიტერ შილტონი ინგლისის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 125. მეორე ადგილზე კი სწორედ უეინ რუნია 116 თამაშით...