18 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკა დარბაიძე (სიმაღლე 203 სმ.) მომავალ სეზონში ესპანური “მურსიას” რიგებში ითამაშებს, ამ ინფორმაციას murciaenlacancha.es ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დარბაიძემ გასული სეზონი “მიერესში” გაატარა, სადაც დიდებული საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 21 ქულა, 17 მოხსნა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 46!
ისიც ვთქვათ, რომ გასულ ზაფხულს ნიკამ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ითამაშა და საშუალოდ 9.8 ქულას, 7.2 მოხსნას, 2.2 პასს და 1.0 ჩაჭრას აგროვებდა.
აქვე ვთქვათ, რომ წინა სეზონში “მურსია” საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლაც მოახერხა, სადაც მომავალ ჩემპიონ მადრიდის “რეალთან” 1:2 წააგო.
პირველ ეტაპზე ქართველი მძიმე ფორვარდი მურსიელთა II გუნდში ითამაშებს და თუკი თავს გამოიჩენს, ცხადია, ელიტაში ასპარეზობის შანსიც მიეცემა.