ფეხბურთი

15:07 | 6.09.2016 | ნანახია 10379 - ჯერ

შეფასება: ფრთხილი ტაქტიკა, არასაიმედო კაპიტანი და დამაჯერებელი კაშია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ავსტრიასთან საშინაო მარცხით დაიწყო – ვერ ვიტყვით, რომ მაინდამაინც უშანსოდ ვიყავით და უნდა წაგვეგო, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ 3 ქულა აიღო, ჩვენ – 0.

WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ გუშინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა შეფასებას. შევეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები თითოეულ ფეხბურთელთან მიმართებაში...

გიორგი ლორია 5 – გიორგი ლორია სანაკრებო მატჩს კარგ ფორმაში შეხვდა და გულშემატკივარი მასზე დიდ იმედს ამყარებდა. თუმცა, ლორიას გუშინ მაღალ დონეზე არ უთამაშია. რატომ? – გავიხსენოთ გაშვებული გოლები. ვერცერთ ეპიზოდში სამწუხაროდ, გიორგიმ კარიდან გამოსვლის მომენტი სწორად ვერ შეარჩია და უკეთ მოქმედება შეეძლო. რამდენჯერმე ბურთის ამოტანისას უხეშად შეცდა და ჩვენი შეტევის შესაძლებლობა დაიკარგა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მარკ იანკოს პირისპირ აუღო. მაგრამ, ეგ იყო და ეგ...

უჩა ლობჟანიძე 5.5 – ახალი არაფერი გვინახავს – ლობჟანიძეს შეტევაში ჩართვა (რაც განაპირა მცველის პირდაპირი მოვალეობაა თანამედროვე ფეხბურთში) უჭირს. დაცვაშიც ვერ იყო დამაჯერებელი – მეორე გოლის დროს მარკო არნაუტოვიჩი მისი ფლანგიდან გაიქცა. პირველ ტაიმში, ერთ ეპიზოდში კი კარგად ჩაერთო შეტევაში, მაგრამ იქ დამაგვირგვინებელ ფაზაში თანაგუნდელებმა მხარ ვერ აუბეს.

სოლომონ კვირკველია 6 – კვირკველია კარგა ხნის უთამაშებელი გახლდათ. იყო რამდენიმე პოზიციური შეცდომა, თუმცა საერთო ჯამში ტანმაღალი მცველი თავის პოზიციაზე სხვებთან შედარებით უკეთ ირჯებოდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი 5 – როდესაც გუნდის კაპიტანი ხარ, მაშინ შენგან უფრო მეტს მოელიან. გამოცდილ ფეხბურთელს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. რამდენჯერმე უხეშად შეცდა. მეორე გოლი კი, ყველაზე მეტად მის სინდისზეა – იანკო ისე გაექცა, რომ არ ეპატიება. პირველივე ნახევარში ძალიან კარგი შანსი მიეცა გოლის გატანის, თუმცა ახლო მანძილიდან კარში ვერ მოახვედრა ტყავის სფერო. იქნებ დროა, ვლადიმირ ვაისმა სხვა ვარიანტზე იფიქროს?!

გიორგი ნავალოვსკი 6 – ნავალოვსკი როგორც ყოველთვის მოედნის თითოეული გოჯისთვის იბრძოდა. სწორედ ეს ბრძოლისუნარიანობაა ის, რაც მასში ქომაგებს მოსწონთ. შეტევაშიც აქტიურად ცდილობდა ჩართვას და რამდენჯერმე სახიფათოდაც ჩააწოდა.

გურამ კაშია 6.5 – კაშიას თავისთვის ჩვეულ პოზიციაზე არ უთამაშია და მიუხედავად ამისა, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. რამდენიმე ეპიზოდში სახელოვანი ვიზავი დავიდ ალაბა პირწმინდად დაჯაბნა კიდეც. პირველი ტაიმის შუაწელს კი, ჯანო ანანიძე ჩინებული პასით ლამის მეკარეს შეატოვა, შემტევმა ვეღარ ივარგა, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

ბუბა დაუშვილი 6 – არაფერი დაეწუნებოდა დაუშვილსაც. საერთოდ საყრდენმა ნახევარმცველებმა სხვებთან შედარებით კარგად ითამაშეს. ბუბაც ბრძოლით გამორიჩა მოედანზე და იულიან ბაუმგარტლინგერსა და ალაბას არაფერს უთმობდა მარტივად.

ჯაბა ჯიღაური 5.5 – ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა – პირველ 45 წუთში შესამჩნევი ფიგურა იყო და საქართველო შეტევაში თუ რამეს ქმნიდა, დიდწილად მისი დამსახურება იყო. ერთ ეპიზოდში კარშიც ზუსტად დაარტყა ეფექტურად, ახლო მანძილიდან, მაგრამ ოდნავ სუსტად და ვერ შეაგდო. იყო მომენტები, როდესაც მცველებს ადვილად უმკლავდებოდა, მოკლედ გამწვავებას ხშირად ცდილობდა. თუმცა, მეორე ნახევარში ასეთი პროდუქტიული ვეღარ იყო და ერთი ხანობა მის მოედანზე ყოფნა-არყოფნას ვერც კი შენიშნავდით.

ჯანო ანანიძე 7 – ალბათ, მოედანზე საუკეთესო იყო მასპიძნელთაგან და გასაკვირიც არაფერია. ჯანო ისე ფეხბურთელია, ვინც ახლა ყველაზე კარგ ფორმაში ქართველებიდან. პირველი ნახევარი შედარებით ცუდად ჩაატარა. მეორე ნახევარში კი, გამწვავებას გაცილებით ხშირად სცდილობდა. ლამაზი გოლიც შეაგდო, მანამდეც ჰქონდა კარგი მომენტი, როცა ააცილა. საერთოდ, რობერტ ალმერისთვის შორი დისტანციიდან ხშირად რომ დაგვერტყა, იქნებ უფრო მართებული ყოფილიყო.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 – ვაკო ძალიან მონდომებული გახლდათ. არცთუ იშვიათად ნახავდით ეპიზოდს, როცა “ლეგიას” ახალწვეული ორ-სამ მეტოქეს შორის მოქცეული ბურთს ინარჩუნებდა და ნაკრებს შეტევის შანსს უტოვებდა. ერთ ეპიზოდში გოლთან ახლოს იყო, უბრალოდ ოდნავ არ გაუმართლა – ძელს მოხვდა მისი თავური. მერე საჯარიმოში მეტეორივით შეიჭრა და დაეცა, იქნებ პენალტიც იყო, თუმცა...

ვლადიმერ დვალიშვილი 5 – დვალიშვილმა თამაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაიწყო და ცენტრფორვარდად ვაკო მოქმედებდა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ლადოს ეს იდეალურად გამოსდიოდა. ვერც აქტიურობდა და ვერც სხვა რამით გამოირჩა. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ ვაისმა იგი პირველი შეცვალა.

დავით სხირტლაძე 5.5 – დვალიშვილის ნაცვლად შევიდა მოედანზე, თამაში ოდნავ გაამწვავა, მაგრამ მაინც მეტი შეიძლებოდა. თუნდაც, როდესაც ყაზაიშვილმა ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა ცუდად ითამაშა - ბურთი მეტოქეს ჩააბარა, თან არაზუსტი გადაცემით. მიუხედავად ამისა, საგოლე პასი მის ანგარიშზეა. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მას გუშინ დებიუტი ჰქონდა.

თორნიკე ოქრიაშვილი შ.გ. – როგორც ვაისმა თქვა, ამჟამად ოქრის 20 წუთზე მეტი დროის თამაში არ შეუძლია. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენი ათიანი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. ცდილობდა აქტიურობას, გამწვავებას, მაგრამ ეტყობოდა, რომ ფორმაში არაა.

გიორგი ჭანტურია შ.გ. – მას კიდევ უფრო ცოტა დრო მიეცა თავის გამოსაჩენად, თუმცა ერთ-ორ ეპიზოდებში დაახანა, პასის გაკეთებაც დაენანა და კარში დაარტყა. არადა, სხვა გაგრძელება უფრო ლოგიკური იქნებოდა. სხვათა შორის, ვაისმა მატჩის მერე, მასზეც ცალკე ისაუბრა...

ვლადიმირ ვაისი 5 – თავიდან ვთქვათ, რომ ნაკრებს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, ისეთი, სასტარტოში რომ ვიხილავდით, მაგრამ... თამაშისთვის შერჩეული ტაქტიკა ზედმეტად ფრთხილი იყო, ცვლილელები, განსაკუთრებით ბოლო ორი, დაგვიანებული. თუმცა, სლოვაკმა ეს გადაწყვეტილება ასე გაამართლა: 0:2-ზე რომ გამეკეთებინა ის ცვლილებები, ალბათ უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდითო. ასევე გაამართლა ნიკა კვეკვესკირის არდაყენება. მისი თქმით, ავსტრიას მაღალი დონის შემტევი ჰყავს და ორი, უფრო დაცვაზე ორიენტირებული საყრდენი ამჯობინა. თუმცა, კარგად გამოჩნდა, რომ მეტი სითამამით, მარსელ კოლერის გუნდის ძლევა შეუძლებელი არ იქნებოდა...


კომენტარები (81)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:49 | 07.09.2016
alfadhirhaiti (7530)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

03:41 | 07.09.2016
araza-1918 (6330)

ქოცებმა ამისულამ კალაძეს აჯობა ავტოგოლებით

10:49 | 07.09.2016
alfadhirhaiti (7530)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

03:22 | 07.09.2016
alfadhirhaiti (7530)

ვაისი არის უკვე გასაჯმელი. ვინც მწვრთნელის დაშვებული შეცდომა ვწრ ნახეთ შემადგენლობა, ტაქტიკა და უშუალოდ მისი ბრალი ამ წაგებულ თამაშში, ნამდვილად არ ვიკადრებ თქვენთან კამათს. ეჭვი მეპარება რომ რამე ცვლილება შეიტანოს შემადგენლობაში, ამიტომ არ მინდოდა უცხოელი მწვრთნელის მოთრევა. ქეცბაიაზე დიდი ქვეშაჯვია გამოდგა ეს შიბაქი. ბარემ ამოაშენე კარი შენი დედას შდევეცი! არ გადაიშლის ფარჩაკულ სტრატეგიას და ასე ჩაივლის ეს საკვალიფიკაციო ეტაპი და დავრჩებით ისევ კვლავინდებურად მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე. სულ გამოშტერდნენ ეს ჩემისები!!! მოსაგებად, რომ მხოლოდ ლიხტენშტეინებთან და გიბრალტარებთან გაიყვან გუნდს რომელ ფეხბურთზეა საერთოდ ლაპარაკი??!! არადა რეალურად, ნაკრები ის ძალაა რომელიც ნებისმიერ გუნდთან (საჭიროებისამებრ) მოგებაზე თამაშობდეს. ჩვენთან კი რა ხდება, საშუალო დონის გუნდებთან ათამაშებენ ეროვნულ ნაკრებს 0-0-ზე, ისიც უკეთესს შემთხვევაში და ძლიერ გუნდებთან ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამ დროს კი შეუძლია ნაკრებს ფეხბურთის თამაში, რაც ამ თამაშის უკანასკნელ 15 წუთში გამოჩნდა. ახლა ნახეთ, უელსთან, ირლანდიასთან, დააყენებს 7 მცველს და გაუშვებს მაინც 2-3 გოლს, დანარჩენი საწყალი შემტევები კიდევ იფორთხიალებენ წინ ინდივიდუალურად და საუკეთესო შემთხვევაში კუთხურს თუ გამოკრავენ ხელს. მელოტას სიტუაციის გაუარესებული ვარიანტია ეს შიბაქი! დაუშვილზე, ამისულაშვილზე და მსგავს საფეხბურთო ანომალიებზე ხო აღარც მაქვს საუბარი.......

03:21 | 07.09.2016
alfadhirhaiti (7530)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

03:25 | 07.09.2016
alfadhirhaiti (7530)

ღამის ქოთანი ხარ ვაის!

03:20 | 07.09.2016
alfadhirhaiti (7530)

რამდენი ვწერე და რას მიბლოკავთ ბიჭო??

03:20 | 07.09.2016
alfadhirhaiti (7530)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:19 | 07.09.2016
LA.paata (757)

ამისულაშვილო ნამუსი იქონიე, შეაჯავრე თავი მთელ ქვეყანას.....

00:18 | 07.09.2016
LA.paata (757)

ამისულაშვილო წადიიიი...მეტს აღარ მაწერინებენ მბლოკავენ, ხომ ხვდები რაც ვიგულისხმე შენზე???

00:17 | 07.09.2016
LA.paata (757)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

00:15 | 07.09.2016
LA.paata (757)

ამისულაშვილოოოოო წაააააადიიიიიიიიი........))))

00:14 | 07.09.2016
LA.paata (757)

თამაში ვაისმა წააგო, არასწორი შემადგენლობა დააყენა, ამისულაშვილი როგორ შეიძლება ნაკრებში იყოს ჩემამდე ვერ მოდის, ტიპი თავის პოზიციაზე ცენტრიდან ჩამოსვლას ვერ ასწრებს, ახტომით ვერ ხტება და სულ შიში ვიყავი როცა ბურთან შეხება ქონდა, დინამოში ძირითადშიც არ უნდა იყოს და ტიპი ნაკრებში ძირითადია და თან კაპიტანი. მარტო ამიტომაა ვაისი გასაშვები. ჯანოს რაღას ერჩის რატომ თავის პოზიციაზე არ ათამაშებს რა უნდა ჯანოს კრაიზე? დაუშვილი არაა ნაკრების კაცი, კვეკესკირი ბევრად კარგი იქნებოდა. ავსტრიას საკუთარ მოედანზე 6 ნომინალური დამცველით ეთამაშო რაღაზეა საუბარი..? KOBI-ს დიდი შეცდომა რომ არა, ახლა სულ მცირე არ წავაგებდით, ცხადაძე რომ ყოფილიყო. არა მგონია ვასს უფრო ნაკლებს უხდიდნე, მარა რაღაც თავის სულელურ პრინციპებს გადააყოლა ქვეყნის ნაკრების ინტერესები. ახლა ისევ ჩვენთვის ნაცნობ წრეზე მოგვიწევს სიარული და შემდეგ გაუშვებენ ამ ბეც ვაისს....

00:01 | 07.09.2016
LA.paata (757)

ბოთლი ნამდვილად ისროლეს, ჩემს სექტორში იყვნენ ორნი გამაძღრები, ვინც ისროლა ისიც დავინახე იმ ორიდან, შემდეგ ალაბას ხელებს უქნევდა და აგინებდა,ალაბამ ცერი უჩვენა მაგარი ყ..ე ხარო, ჩვენ ყვირილი და გინება დაუწყეთ იმ ახვარს, რამოდენიმე მეტრში იდგნენ პოლიციელები და როგორც იქნა მიხვდნენ რომ უნდა გაეყვანათ, არადა მანამდე იყვნენ გასაყვანნი სანამ ბოთლს ისვრიდა.

23:27 | 06.09.2016
ჩიჩარიტო (18039)

კობახიძე ყველას ჯობია იმით რო ბევრ პოზიციაზე ეუძლია თამაში. მალტასთან და გერანიასთან შარშან ამ 2 მატჩში სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა. ცადაძემ თვა მასზე რო ტაქტიკურად ძაან განათლებული ფეხბურთელიაო

23:21 | 06.09.2016
ჩიჩარიტო (18039)

რა გინდათ ამ დაუვილისგან ზუტად ის გაკეთა რაც ევალებოდა. ბრზოლა და მეტოქის შტევები ჩაშლა. წინ პასი არც ევალება არაა იმ სტილის იგროკი ბურთი რო ამოიტანოს. ნუ ჭანტურიაზე და ოქრიაშვილზე კარგად რო ითამაშა ბრმა უნდა იყო რო ვერ შეამჩნიო

23:16 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

შვეიცარია ხმარობს პორტუებს.

22:49 | 06.09.2016
drogba-11 (13246)

ალაბას შიგ ნიკაპში გაარტყეს ბოთლი ))) რამდენი გიჟი აღარ არის რამ ასროლინა ბოთლი

22:43 | 06.09.2016
temoqute (153)

ეს ამისულაშვილი რით ვერ მოაშორეს ამ ნაკრეებს თვალში მაგი ვერ იყურება ყურში მაგას არ ესმის მაინც და მაინც უნდა შეაკვდეს ამ ნაკრებს???გუშინდელი წაგება ვაისის კისერზეა მაგან წააგო ეგ თამაში ჯიხაური რატო დააყენა საერთოდ კობახიძე არ ჯობია მაგას????კვეკესირი დაეყენებინა დაუშვილის მაგივრათ და მის გვერდით ანანიძე დებილი კიარაა ცხადაძე რო ათამაშა იქ სადაც ათამაშა,,,ლობჟანიძე საერთოდ ხოო მარა უბედურება ისაა რო მაგის შემცლელი არ გვყავს ,,,და კიდე ამს ყველაფერს ემატება ის რო მაგარი გაუნათლებელი ფეღბურტელები გვყავს ჯანოს გამოვყობდი ტაკტიკურატ არიან საერთოდ 0- ზე და ფიზიკურათ საერთოდ რა არ ვარჯიშობენ მგონიეს დედაა აფეთქებული ეტამაშე კოლექტიური ართმევა ახლოს არ მიდიოდნენ გამცილებელივით დაყობოდნენ უკან,,,იმგენა რაც შეტევა დაიწყეს 90% ჩვენ დაკარგეთ ბურთი ან უზუსტო პასებიტ ან კიდე კოლექტიური ართმევით ,,,,, ჩვენებიდან გასნაც არავინ იცის არ მოძრაობენ საერთოდ რო გაიხსნა უნდა იმოძრავო რო იმოძრავო ფიზიკური მომზადება უნდა ესენი ფიზიკური მომზადება კიარა ყველა წონაშია ყოველ დღე ერთ ხბოს ჭამენ ამისულაშვილი საერთოდ 5 პაჭკა მალბოროს ეწევა,,კაროცე სანამ დროა უნდა გაუშვან ვაისი დანიშნონ გეგუჩაძე და იქნებ ამან უშველოს ამ უვარგისებს რამეე

22:24 | 06.09.2016
შტაბკარწირა ქინძი მიშა (276)

ბოთლი ვინც ისროლა იმას უნდა გაუკეთო ერთ ადგილას...
აბა ირლანდიასთან რას ითამაშებენ საინტერესოა...
ყველა წაგება გვაქვს და ერთი ფრე მაინც როგორ ვერ უნდა ვეთამაშოთ...

20:45 | 06.09.2016
araza-1918 (6330)

ქოცებმა ამისულამ კალაძეს აჯობა ავტოგოლებით

19:44 | 06.09.2016
darispani (1002)

ბოთლი ვინც ესროლა ქომაგებიდან ალაბას იმის დედას შ-ა მთელმა ერმა და გვერდზე ვინც ყავდა და საქციელი მოუწონა

21:23 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ბოთლი ისროლა ვიღაცამ? რამდენი ხლე უნდა გვყავდეს ქართველებს. მარა შეუმჩნეველი დარჩა? წესით მაგაზე სანქცია უნდა დაგვადონ.

20:35 | 06.09.2016
UNITY (6719)

ქომაგებიდან არ უსვრიათ. ისე კი დააკავეს და განარიდეს მაგრამ არ გაბაზრებულა ვინ იყო.

20:19 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ბოთლი ისროლა ვიღაცამ? რამდენი ხლე უნდა გვყავდეს ქართველებს. მარა შეუმჩნეველი დარჩა? წესით მაგაზე სანქცია უნდა დაგვადონ.

19:33 | 06.09.2016
levani82 (41682)

გოოოოოოოოოოოოოოოლ

19:43 | 06.09.2016
maradona73biankoneri (12347)

2-2 გახდა?

19:27 | 06.09.2016
arturi-baierni (24493)

შევჩე
მართლას საუბრობ ბრატ ყველა მხრივ სწორ დასკვნებს აკეთებ ნამდვილი ქომაგი ხარ სიღრმისეულად განიხილავ ამა თუ იმ ეპიზოდს ტაქტიკას თუ მონახას სწორი ხედვა გაქ საღოოლ......ყველაფერში გეთანხმები ბევრი მცველები არ ნიშნავს იმას რომ გუნდი დაცვაში დალაგებულად იდგე 90 წუთის მანძილზე თუ ამავე დროს ჩვენი მცველების კლას გავითვალისწინებთ ამავე დროს დროის უმეტესი ნაწილი შენს კართან მიდის თამაშის იქედან გამომდინარე რომ შეტევა განწირული გვაქ ასეთ შემტხვევაში მთლიანად თამაში არა მოსაგებად გაქ განწირული სწორედ ეს თოხლა ვაისმა რაზეც მწყდება გული ის პლიუსები რაც გვქონდა მეტოქისადმი დავმალეთ კი არა არამედ არ გამოვიყენეთ ჯიუტად რასაც ხოლმე გვარდი შვებოდა ბავარიაში მისი სიჯიუტიდან გამომდინარე ლამის საყრდენობას კაშოს საყრდენობას მივამაგალითებდი D.....სრულიად ვეთანხმები ოქრის მატჩის შემდგომი კომენტარით ავსტრიასთან ესე დახეული შეშეინებული არ უნდა გამოიყვანო გუნდი ასე ღრმა დაცვაში ეს შეცდომა იყო რაც ტიპმა არ აღიარა.....ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ მოსაგები თამაში იყო რესურსი რომ სწორად გამოგვეყენებინა

18:47 | 06.09.2016
UNITY (6719)

მიკვირს ისეთი უნივერსალი როგორიც კობახიძე თქვენს კომენტარებში რომ ვერ მიხვდა.. პირადად მე მას კვეკვეს გვერდით დავაყენებდი გუშინ... კანკავას დაბრუნების შემთხვევაში კი მარჯვენა მცველად გავამწესებდი.

18:52 | 06.09.2016
Shevche (15054)

ცაცია რომ არ იყოს კობახიძე, მართლა შეიძლებოდა მისი მარჯვენა მცველად გადაკეთება.. მაგრამ თუ ვერ ჩააწოდა, რანაირად? )

20:33 | 06.09.2016
UNITY (6719)

ლობჟანიძე უკეთ თუ არ "აწიოს" მოაჭერით მარჯვენა...

18:39 | 06.09.2016
Shevche (15054)

ficxela10,
მეტი მცველი ნაკლებ გოლს არ უდრის. ბაიერნი გუარდიოლას დროს 2 მცველით თამაშობდა და იქიდან ერთერთი ფლანგის მცველი ალაბა იყო ხოლმე.
ბაიერნს და საქართველოს ნაკრებს ერთმანეთს არ ვადარებ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მთავარია გუნდის თამაში დახვეწო, ბურთის ფლობა შეძლო და შემდეგ ამდენი მცველები აღარ დაგჭირდება.
ბაიერნმა და ბარსელონამ იმდენად დახვეწეს თავიანთი თამაში, რომ ლამის უმცველოდ თამაშობენ უკვე (ალვეშს და ალბას მცველი როგორ დავარქვა, სულ მეტოქის საჯარიმოში არიან )
გუნდის თამაშში მთავარი არის ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. სწორედ ეს ბალანსი იყო დარღვეული გუშინ ჩვენ ნაკრებში..

18:45 | 06.09.2016
ficxela10 (4839)

ბარსელონამ შეიძლება უმცველოდ იტამაშოს იმიტომ რომ ბურთს აგორებს და წინ ყავს ძალიან ძკლიერი ინდივიდუალისტები, ჩვენ ავსტრიაზე უკვეთესი რომელ რგოლში ვართ????

18:46 | 06.09.2016
Shevche (15054)

აი ზუსტად ინდივიდუალიზმში ნამდვილად ვართ ავსტრიაზე უკეთესები.

18:46 | 06.09.2016
Shevche (15054)

ნუ, არნაუტოვიჩი ძლიერია მართლა)) მარა მის მეტი არავინ.

18:20 | 06.09.2016
levani82 (41682)

ficxela10

კაცურ კაცს გაუმარჯოს. გუშინ ტანტალამ გაგახარა ხო?

18:22 | 06.09.2016
ficxela10 (4839)

გაუმარჯოს ლევანს, არარ არი ჩემი ტანტალა ეგ, მე ახხლა თანთალა მყავს გუნდში (იგუ)

18:24 | 06.09.2016
levani82 (41682)

ტანტალას "უღალატე?"

18:25 | 06.09.2016
ficxela10 (4839)

მე რა ვუღალატე თვითონ გაიქცა ბალერინებში

18:26 | 06.09.2016
levani82 (41682)

ოჯახში დაბრუნდა და მამა გაახარა. გუშინაც მამიკო გაახარა

18:17 | 06.09.2016
ficxela10 (4839)

საქართველოში იმდენი მწვრთნელი ყოფილა 10% რომ საქმეს მოკიდოს ხელი კაკ მინიმუმ ევროპა ლიგაზე 2 გუნდი გვეყოლებაD:დ;, ხო ანანიძე კვეკესკირი ყაზაიშვილი ოქრიაშვილი ჭანტურია დვალიშვილიო, ესენი ყველა ერთად უნდა დაეყენებინა და მერე გენახა დაბომბილი ჩვენი კარი, ისე იძახით გეგონება ანგრევდენ ყველაფერტს ცვენი ლეგიონერები, გერმანიის 2 ბუნდესლიგაში რომ აქვთ მოხვედრა ოცნებად, ავსტრია კი ბუნდესლოიგასი ტამასობს რომლებიც ეტამაშებიან ბაიერნს დორტმუნდს და ა.შ ამათ ბაიერნი ტელევიზორში ყავთ ნანახი მარტო, 6 მცველი კი არა 7 უნდა გამეყვანა ვაისს იქნება რომელიმეს გახსენებოდა და აეყვანა ის კაცი. არნრუტოვიცს გააჩერებდა ცენტრში ანანიძე და ლობჟანიძე კარგით რა ხალხო ცოტა რეალობას შევხედოთ ტორემ სულ გამოინახება განტევების ვაცი ( უმეტესწილად მწვრთნელი) ჩვენი საქმე კი ტრ.. მიდის და მიდის

18:25 | 06.09.2016
levani82 (41682)

ტრენერმა ახსნა ასეთი შემადგენლობა რატომ დააყენა

18:25 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ეგაა ზუსტად საქმე, მთავარია განტევების ვაცი ვნახოთ და სამაგიეროდ რჩება რწმენა რო მოგება შეგვეძლო და ისევ მერამდენედ არ გაგვიმართლა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

18:26 | 06.09.2016
ficxela10 (4839)

და ვინაა განტევების ვაცი მერე გუშინდელი ტამაშის მერე?? მე საერთოდ იმის შიში მქონდა არ გავენადგურებინეთ ავსტრიას, სტანდარტებით ხომ გვჯობდენ და ფიზიკაში არც შევედრებით

18:34 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

მთავარია არის განტევების ვაცი ჰო ნახე, ფრე იყო ლოგიკური შედეგი. არ გაგვიმართლა და ეგეთები

18:22 | 06.09.2016
KoRBeN DaLLaS (24846)

არის შენს ნათქვამში ლოგიკა. თან дიдი дოზით

18:24 | 06.09.2016
ficxela10 (4839)

ავსტრიის ნაკრებს რომ მოუგო ცოტა იღბალი უნდა გქონდეს იღბალი კი გუშინ არ ქონდა საქართველოს 4 ისეთი ბურთი გაიმაზა (ამისულაშვილი-ანანიძე ყაზაიშვილი კაშია,) ერთ ერთი რომ გასულიყო დღეს სხვა კომენტარებს ნახავდი აქ

18:16 | 06.09.2016
chamilo (33560)

Shevche გეთანხმები ვაკო სიღრმის მოთამაშეა,ოქრი და ჭანტურია რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვნენ,რასაც ვერ დავუკარგავთ ამ 2 ბიჭს ეს არის რომ შეუძლიათ უცბად აფეთქდნენ და თვითონვე შეიჭრან საჯარიმოში და დარტყმებსაც არ ერიდებიან,მთავარია ეხლა ვაკოს,ოქრის,ჭანტურიას,კვირკველიას,კანკავას,ვინც მთავარია ნაკრებში პრაქტიკა ჰქონდეთ

18:04 | 06.09.2016
levani82 (41682)

korben dallas

ბეილს და რემზის კარები აერევათ

18:19 | 06.09.2016
KoRBeN DaLLaS (24846)

ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩვენებს კი აერევათ გული მაგათ дევნაში DDDDDDDD
дრამინა უნдა дალიონ თამაშის წინ DDDDDDDD

18:23 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ტვინი არ აერიოთ და ჯანდაბას DDDDDDDDDDD

18:21 | 06.09.2016
levani82 (41682)

შენთან ხუმრობის კურსების გავლა შეიძლება? DDDDDD

18:24 | 06.09.2016
KoRBeN DaLLaS (24846)

მეც თენგო გოგოტიშვილის სახელოსნოში дავдივარ მაგ საქმეზე DDDD

18:02 | 06.09.2016
KoRBeN DaLLaS (24846)

უელსს საუკეთესო ხანა უдგას ისტორიაში. კარგი ფეხბურთელები აдრეც ჰყავдათ, მაგრამ მიღწეულმა საოცარმა შეдეგმა дამაჯერებლობაც შემატა. ახლა მათ შეუძლიათ дაგეგმონ дა შეასრულონ კიдეც.
ჰოдა რო მოუწევთ ჩვენთან თამაში, გაдახეдავენ ურთიერთშეხვეдრების სტატისტიკას дა... ჰოი საოცრებავ, აღმოაჩენენ რომ ვათახსირებთ. თავმოყვარეობის გრძნობა შეაწუხებთ, ბეილს გაдატენიან, дაგვიმიზნებენ дა ვალიური ვენдეტაც არ дააყოვნებს DDDDDDDD
აბა, ველი ზეოპტიმისტების პასუხებს - არავის გაдაუღუნონ, მარტო ბეილი дა რემზი ერთ აдგილას გაიკეთონ дა ა.შ. DDDDDDDDDD

18:00 | 06.09.2016
მადრიდისტა (17021)

დაგვიანებული სტატიაა..ამისულაშვილზე უფრო დიდიხნისწინ უნდა დაწერილიყო, ჯერ კიდე მაშინ როცა ქეცბამ მოიშორა გუნდიდან....
ამისულაშვილი სანაკრებო კაცი არაა ნელია არაპროფესიონალია ღიპიანია თამადაა და ასეთი კაცის კაპიტნად დანიშვნა გულშემატკივრის დაცინვაააა...

18:02 | 06.09.2016
levani82 (41682)

ღიპიანი მარტო ეგ ნახე ?

18:04 | 06.09.2016
მადრიდისტა (17021)

კაპიტნის ღიპი ყველაზე მეტად ხვდება კაცს თვალში თორე ღიპანები არ არიან მთელი ნაკრები

18:07 | 06.09.2016
levani82 (41682)

იქნებ წონას ვერ იკლებენ ან ეგ წონა მათთვის იდეალურია? რომ დაიკლონ ორგანიზმი ადაპტაციას გაივლის?

18:11 | 06.09.2016
მადრიდისტა (17021)

კაი რა ლევან ზღაპრებს ნუ ყვები

18:14 | 06.09.2016
levani82 (41682)

ყველას რატომ აწუხებს? რა იყო რა იქნებ წონას ვერ იგდებენ

17:54 | 06.09.2016
berodaviti (4285)

JUANSHER - პასუხი გაგეცი თორნიკე ოქრიაშვილის სტატიაზე

ვაისის არასწორი შემადგენლობა/ტაქტიკა
პირველ ტაიმში შიშნარევი და ქაოსური ფეხბურთი
მეკარის და დაცვის უხეში 3 შეცდომა მეტოქის ჩაწოდებისას, აქედან 2 გოლი
არბიტრის ლოიალობა ავსტრიელების მიმართ, არდანიშნული მინიმუმ ჯარიმა საჯარიმოს ხაზზე ყაზაიშვილზე
მეორე ტაიმში ბრძოლისუნარიანობა, მომენტებიც, უიღბლობა
დაუღალავი ალაბა ყველგან იყო რა
რამოდენიმეჯერ შეტევაში ერთურთს შევუშალეთ ხელი
ლოგიკური ფრე იქნებოდა, რთულია უკვე პოზიტივის მიღწევა სატურნირო თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ თითოეულ მატჩში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ
იმედია მოვიგებთ ირლანდიაში და შევცვლით სიტუაციას რადიკალურად
წარმატებები !!!

17:52 | 06.09.2016
levani82 (41682)

ვარკეთილი საბურთალო 2-ს 1-0 უგებს

17:51 | 06.09.2016
დურანტულა35 (6807)

რომ ჩავრთე ტელევიზორი და ლობჟანიძე დავინახე თამაშობდა,მეთქი არ ვუყურებ,მარა პატრიოტულმა გრძნობებმა მძლია და მაინც ვუყურე თამაშს.

17:48 | 06.09.2016
levani82 (41682)

35-ე სკოლა - კოლხი 0 - 3

17:46 | 06.09.2016
levani82 (41682)

კარი

ერთ დროს უელსი ჩვენი ბულკი იყო 5-0 და ა.შ

17:48 | 06.09.2016
დურანტულა35 (6807)

ხო და ზაან საწყენია,რომ ახლა ფრეც სანატრელი გვექნება...

17:51 | 06.09.2016
levani82 (41682)

იქნებ ბეილმა გაგვახაროს და კარები აერიოს

17:46 | 06.09.2016
Shevche (15054)

________________________კანკავა
______________კვეკვესკირი______ანანიძე
_____ოქრი/ჭანტურია_________________ყაზაიშვილი
____________________ჭანტურია/ოქრი


ამ შემადგენლობას ალტერნატივა არ აქვს. ეს ფეხბურთელები შეუცვლელები(!) უნდა იყვნენ ნაკრებში, თუ ტრავმა ან რაიმე სხვა მიზეზი არაა.

17:52 | 06.09.2016
oxroxine (483)

ყენიასა და ანანიძეს შეწყვილების შედეგის ხილვა მინდა და სადმე ადგილს ვერ გამოძებნი?

18:25 | 06.09.2016
Shevche (15054)

კანკავას წინ ჯანო-ყენიას წყვილიც არ იქნებოდა ცუდი, თუმცა, ყენო ვერ განვითარდა სამწუხაროდ. ამ ეტაპზე, კვეკვესკირი უფრო მაღალ დონეზე თამაშობს..

17:49 | 06.09.2016
დურანტულა35 (6807)

+100 ზუსტად ეგრე ვფიქრობ მეც...

18:02 | 06.09.2016
джони (696)

Shevche - კარი ..... მომწონს როცა ადამიანედს ესმით ფეხბურთის !!! ორივეს გენაცვალეთ !!!ასეთი ჭკვიანი ანალიტიკოსები ჩვენს ნაკრებს რომ ყავდეს მართლა მივაღწევდით რაღაცას!!! გაიხარეთ ბიჭებო ,ასეთი ანალიზის გამო .ამ ჩვენ ჟურნალისტებს რა ჭირთ? ნუთუ საქართველოში სპორტული ჟურნალისტები საერთოდ არ დარჩა???(((((

17:45 | 06.09.2016
დურანტულა35 (6807)

ზოგადად არ მესმის დვალიშვილი რატომ უნდა მოიწვიო ნაკრებში??რა დაამტკიცა ოდესმე?ერთი თამაში არ მახსოვს მაგის მაღალ დონეზე ნათამაშები...პრობლემაა ზოგადად 9 ნომერი ნაკრებში.ჩემი აზრით,ცრუ 9 ანით უნდა ვითამაშოთ.უფრო სწრაფი შეტევა გვეყოლება.ბიჭები კი სეცვლიან ხოლმე პოზიციებს,ხან ოქრი გადავა ცენტრში,ხან ვაკო და ა.შ...

17:44 | 06.09.2016
flagman (1)

loria, kvirkvelia,kashia, navalovski, ananidze, kazaishvili,arabidze,oqriashvili,arabuli, kacharava.... ar sheidzleba ase vcadot??? tkvit aba ras fikrobt?? zamena( kankava, kvekveskiri, makaridze, chanturia, qvilitaia, mchedlidze,jigauri)))

17:43 | 06.09.2016
levani82 (41682)

კარი

გუშინ ფურია როხა ნახე? საწყალი ჯუჯა სახელმწიფო როგორ დაჩაგრა

17:44 | 06.09.2016
levani82 (41682)

ამას ჰქვია უმაწყალოდ ცემაო

17:46 | 06.09.2016
დურანტულა35 (6807)

მორატას 2 შეუგდია. ალეხანდრო გახარებული იქნება...

17:47 | 06.09.2016
levani82 (41682)

კი უკვე დაწერა მამა ენაცვალოსო

17:46 | 06.09.2016
BEERTRANCE (97819)

ხვიჩია იყოს ცოცხალი რას გათათხავდა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

17:41 | 06.09.2016
Shevche (15054)

chamilo ,
ჯიგარი ხარ! ზუსტად ის თქვი, რისი თქმაც მინდოდა.

ანუ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება დვალიშვილი დააყენო, ესაა ის, რომ ჯიჯგვია და შეიძლება ორთაბრძოლები და მეორე სართული მოიგოს, მაგრამ რეალურად მაგასაც ვერ ახერხებს.
რჩება მხოლოდ ინდივიდუალური თამაში და ინდივიდუალურად რამდენჯერაც სცადა კაცის მოტყუება ან რაიმე ფანტაზიის გამოვლენა ლადომ, იმდენჯერ ძირს დაეცა და იქ გააგრძელა ფორხვა.
ჰოდა მაგ საქმეში კიდევ ჭანტურიაც და ოქრიაშვილიც ბევრად უკეთესები არიან.
ეს ორივე უკეთესი იქნებოდა ფორვარდად, ვიდრე ვაკო. ვაკო უნდა თამაშობდეს სიღრმიდან!!!

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.204615