ოკეანის გაღმა ნამეტანავად პოპულარული არგენტინელი მოდელი, ვიტა კანგონე აცხადებს, რომ ძალიან აღიზიანებს მისი კოლეგა მოდელების ქცევა და ვერ ვხდება ეს უკანასკნელნი, რატომ აბოდებენ ცნობილ სპორტსმენებზე. ვიტას აზრით, ასეთი საქციელი მათ პროფესიას პრესტიჟს უკარგავს.
რთული სათქმელია კონკრეტულად ვისზე და რაზეა ცნობილი არგენტინელი მოდელი განაწყენებული, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მრავალი მოდელი მართლაც “ნადირობს“ ცნობილ სპორტსმენებზე და ამ მხრივ კანგონეს განსაკუთრებულად ახალი რამ ნამდვილად არ უთქვამს.
შხვართთა შორის უშხთვართესი ვიტა კანგონე “ფეშენ“ მოდელთა კატეგორიაში გადის და თავის საქმეში შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია. ვიტა თავის დროზე ფრანგული სუნამოების ბრენდებისა და სამოდელო სახლების სახე იყო. ამჟამად კი, ბრილიანტის სამკაულების მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმის სახეა.