ფეხბურთი

11:12 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი ფრე და ისტორიული მოვლენა I ჯგუფში (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში სამივე შეხვედა ერთნაირი შედეგითა და ანგარიშით დასრულდა. ზაგრებში, ხორვატიისა და თურქეთის ნაკრებებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. ჯერ მასპინძლები იგებდნენ ივან რაკიტიჩის გოლით, თუმცა სტუმრებმა მომდევნო შეტევა გოლით დაასრულეს და გუნდებმაც ქულებიც გაიყვეს.

ასეთივე სცენარით განვითარდა მოვლენები კიევში. უკრაინის ნაკრებს ჯერ ისლანდიამ გაუტანა დასაწყისშივე, თუმცა ტაიმის მიწურუს მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს.

ყველაზე საინტერესო მოვლენა კი ამ ჯგუფის მესამე შეხვედრაში დაფიქსირდა. ფინეთის ნაკრებმა შინ კოსოვოს ვერ მოუგო(!) – 1:1. სკანდინავიელები იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ვალონ ბერიშამ პენალტით გაათანაბრა. ეს გახლდათ კოსოვოს პირველი საერთაშორისო ოფიციციალური თამაში – შესაბამისად, პირველი გოლიც და პირველი ქულაც...

ხორვატია – თურქეთი 1:1 (1:1) მიმოხილვა

გოლები: 1:0 რაკიტიჩი (44, პენ), 1:1 ჩალჰანოღლუ (45)

ფინეთი – კოსოვო 1:1 (1:0) მიმოხილვა

გოლები: 1:0 არაიუური (18), 1:1 ბერიშა (60, პენ)

უკრაინა – ისლანდია 1:1 (1:1) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ფინბოგასონი (6), 1:1 იარმოლენკო (41)

1. თურქეთი 1 0 1 0 1:1 1
2. ხორვატია 1 0 1 0 1:1 1
3. ისლანდია 1 0 1 0 1:1 1
4. უკრაინა 1 0 1 0 1:1 1
5. ფინეთი 1 0 1 0 1:1 1
6. კოსოვო 1 0 1 0 1:1 1

მომდევნო ტური – 6 ოქტომბერი

თურქეთი – უკრაინა

ისლანდია – ფინეთი

კოსოვო - ხორვატია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155719