ფეხბურთი

10:44 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

G ჯგუფში ფავორიტებმა მოიგეს და ერთმანეთს შეერკინებიან (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მძიმედ G გამოიყურება, რომელშიც ესპანეთისა და იტალის ნაკრებები ერთად არიან. პირველ ტურში ორივე ფავორტმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა – “ფურია როხამ” ლეონში ლიხტენშტეინის ნაკრებს არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგო, 8:0. იულიან ლოპეტეგის გუნდს უსუსტეს მეტოქესთან გამარჯვება ბუნებრივია არ გასჭირვებია.

იტალიამ კი სტუმრად მოიგო თელ-ავივში ისრაელის ნაკრებთან – 3:1. არადა, “სკუადრა აძურამ” თითქმის ერთი ტაიმი 10 კაცით ითამაშა ჯორჯო კიელინის გაძევების გამო. მიუხედავად ამისა, “აძურას” დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია.

ამავე ჯგუფის მესამე შეხვედრა კი არ დასრულებულა. ალბანეთისა და მაკედონიის მატჩში ანგარიში თანაბარი გახლდათ, რომ შეწყდა.

ალბანეთი – მაკედონია 1:1 (1:0) (არ დამთავრებულა)

გოლები: 1:0 სადიკუ (10), 1:1 ალიოსკი (51)

ისრაელი – იტალია 1:3 (1:2) მიმოხილვა

გოლები: 0:1 პელე (14), 0:1 კანდრევა (31, პენ), 1:2 ბენ ჰაიმი (35), 1:3 იმობილე (83)

ესპანეთი – ლიხტენშტეინი 8:0 (1:0) მიმოხილვა

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (10), 2:0 სერხი რობერტო (55), 3:0 დავიდ სილვა (59), 4:0 ვიტოლო (60), 5:0 დიეგო კოშტა (66), 6:0 მორატა (82), 7:0 მორატა (83), 8:0 სილვა (90)

1. ესპანეთი 1 1 0 0 8:0 3
2. იტალია 1 1 0 0 3:1 3
3. მაკედონია 0 0 0 0 0:0 0
4. ალბანეთი 0 0 0 0 0:0 0
5. ისრაელი 1 0 0 1 1:3 0
6. ლიხტენშტეინი 1 0 0 1 0:8 0

მომდევნო ტური – 6 ოქტომბერი

ლიხტენშტეინი – ალბანეთი

იტალია – ესპანეთი

მაკედონია - ისრაელი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1806