ფეხბურთი

10:00 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენს ჯგუფში უელსი გალიდერდა (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პირველი ტურის მერე უელსი გალიდერდა. ევროპის ბოლო ჩემპიონატის ნახევარფინალისტს კარდიფში მოლდოვას ძლევა არ გასჭირვებია – 4:0. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა “ლომებმა” მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი სემ ვუოკსმა და ჯო ალენმა გამოიჩინეს. მეორე ნახევარში კი უელსელთა მთავარმა ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში კი ფრე დაფიქსირდა: ბელგრადში სერბეთმა და ირლანდიამ ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. კელტები დასაწყისშივე დაწინაურდნენ: ჯეფ ჰენდრიკმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. სერბებმა მეორე ტაიმის შუაწელს 5-წუთიან ინტერვალში წინ გასვლა მოახერხეს – ფილიპ კოსტიჩმა და დუშან ტადიჩმა სერბეთი წინ გაიყვანეს. თუმცა, ირლანდია არ გატყდა და მე-80 წუთზე დერილ მერფის გოლით ქულა გადაარჩინა.

რაც შეეხება საქართველოსა და ავსტრიის შეხვედრას, მის შესახებ კარგად მოგეხსენებათ.

საქართველო – ავსტრია 1:2 (0:2) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (16), 0:2 იანკო (42), 1:2 ანანიძე (78)

უელსი – მოლდოვა 4:0 (2:0) მიმოხილვა

გოლები: 1:0 ვოუკსი (38), 2:0 ალენი (44), 3:0 ბეილი (51), 4:0 ბეილი (90)

სერბეთი – ირლანდია 2:2 (0:1) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ჰენდრიკი (3), 1:1 კოსტიჩი (62), 2:1 ტადიჩი (69), 2:2 მერფი (80)

1. უელსი 1 1 0 0 4:0 3
2. ავსტრია 1 1 0 0 2:1 3
3. სერბეთი 1 0 1 0 2:2 1
4. ირლანდია 1 0 1 0 2:2 1
5. საქართველო 1 0 0 1 1:2 0
6. მოლდოვა 1 0 0 1 0:4 0

მომდევნო ტური – 6 ოქტომბერი

ირლანდია – საქართველო

ავსტრია – უელსი

მოლდოვა - სერბეთი

0.487591