ფეხბურთი

1:35 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "მადლობა გულშემატკივრებს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას აზრით, საქართველომ დღეს ავსტრიასთან დასანანი გაშვებული გოლების გამო წააგო. როგორც ის ამბობს, „ჯვაროსნები“ უქულოდ დარჩენას არ იმსახურებდნენ.

„წაგებას არ ვიმსახურებდით, დასანანი გოლები გავუშვით, შეცდომებით. ჩვენც გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. საერთო ჯამში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, თუმცა, ეს არაფერს ცვლის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ მთელი თამაში“, - აღნიშნა ლორიამ.

0.116504