ფეხბურთი

22:35 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარსელ კოლერი: "ჩვენ გაგვიმართლა, თქვენ - არა"

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ (2:1) კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ავსტრიას დღეს უფრო მეტად გაუმართლა, ვიდრე მეტოქეს. კოლერმა იმის იმედიც გამოთქვა, რომ სხვა საშინაო თამაშებში საქართველო არ დამარცხდებაო.

თამაშის შეფასება - პირველ ტაიმში საკმაოდ მშვიდად და პროფესიონალურად ვითამაშეთ. განსაკუთრებით, მეორე გოლი კარგი კომბინაციის შედეგად გავიტანეთ. თუმცა, დაცვაში პრობლემები გვქონდა და საქართველოს პირველივე ნახევარში შეეძლო გატანა. ამასთან, ჩვენც შეგვეძლო მესამე გოლი გაგვეტანა, როდესაც გიორგი ლორიამ კარგად ითამაშა. ვფიქრობ, ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 3 ქულის მოპოვება. თამაშის ხარისხს კი, ახლო მომავალში ისევ დავიბრუნებთ. დღეს ვინც ჩვენს შემადგენლობაში ითამაშა, ყველა გამოცდილი ფეხბურთელია და მათ წინა საკვალიფიკაციო ეტაპზეც მიიღეს მონაწილეობა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს სახით კარგი მეტოქე გვყავდა.

შედეგისა და თამაშის ხარისხის თანხვედრა - როგორც უკვე აღვნიშნე, გვქონდა რამდენიმე შანსი მესამე გოლის გასატანად, რითაც თამაში საბოლოოდ დამთავრდებოდა. თუმცა, ჩვენც გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა. ვფიქრობ, ჩვენ გაგვიმართლა და თქვენ - არა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის შედეგი გახლდათ.

ევროპის ჩემპიონატიდან გადმოყოლილი ცუდი თამაში - ის, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხდა, უკვე დავივიწყეთ. ჩვენ ყოველ თამაშზე შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მეტოქე ერთ გოლს გიტანს და მეორის გატანას სცდილობს. შეიძლება ფეხბურთელებს ეშინიანთ კიდეც გოლის გაშვების - ვიმერობ, ეს ხდება ხოლმე და ჩვეულებრივი ამბავია.

ავსტრია ჯგუფის ფავორიტად - არ ვფიქრობ, რომ დაცვაში სუსტები ვართ. რა თქმა უნდა, სტანდარტული სიტუაციებში გვქონდა შეცდომები, მაგრამ ესეც ხდება. რაც შეეხება ვართ თუ არა ფავორიტები. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს, რომ ფავორიტები ვართ. ჩვენი მიზანია ყოველ თამაშზე მოსაგებად ვიბრძოლოთ.

შედარება წინა საკვალიფიკაციო ეტაპთან - თავდაჯერება ეს ნორმალური პროცესია, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვიდეს. თუ გაიხსენებთ, წინა შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას, იქაც გაგვიჭირდა.

საქართველოს ნაკრებზე - ვფიქრობ, ჩემი მოვალეობაა არაა, საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზო. ამისათვის თქვენს გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. რაც შეეხება თამაშამდე, იგი კარგ გუნდად მიმაჩნდა. თან გასათვალისწინებელია, რომ თქვენ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გაკლდათ და ისინი, რომ დაბრუნდებიან, ჩემი აზრით, ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებთ.

0.124074