კალათბურთი

0:21 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ესპანეთის სუპერთასისთვის იბრძოლებს

23-24 სექტემბერს ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასისთვის 4 საუკეთესო კლუბი იბრძოლებს და მათ შორის თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩაც” იქნება.

დღეს მომავალი მინი-ტურნირის წილისყრა შედგა და უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის კლუბს აშკარად გაუმართლა. ნახევარფინალში “ლაბორალ კუჩა” “გრან კანარიას” ეთამაშება, მე-2 წყვილი კი ესპანური კალათბურთის აღიარებულმა გრანდებმა – “რეალმა” და “ბარსელონამ” შეადგინეს.

საინტერესოა, რომ ესპანეთის სუპერთასის მატჩებს სწორედ “ლაბორალ კუჩას” “ფერნანდო ბუესა არენა” უმასპინძლებს, რომელიც 15 544 მაყურებელს იტევს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად შენგელია ეროვნულ გუნდთან ერთად 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაშობს. საკვალიფიკაციო ეტაპი 17 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც თოკო ბასკურ კლუბს შეუერთდება და საკლუბო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

0.118635