ჩოგბურთი

23:43 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებში იმარჯვეს, ჯერი ერთეულებზეა

ქართველმა ჩოგბურთელებმა თათია მიქაძემ და სოფო შაფათავამ თელავის 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში მარიამ დალაქიშვილს და რუს ზოზია კარდავას 6:2, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-2 ნომრად განთესილ რუსულ დუეტს (კომარდინა-მონოვა) ეთამაშებიან. ამ უკანასკნელთ ლანა კენჭიაშვილს და ანა შანიძეს 6:3, 6:2 სძლიეს.

საწყისი რაუნდის მატჩი ჯერაც ჩასატარებელი აქვთ ეკატერინე გორგოძეს და სოფო ქვაცაბაიას. ისინი მერვედფინალში რუმინელ ბუზარნესკუს და ყირგიზ პალკინა ულუკანს გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ თელავის საჩოგბურთო ტურნირის ერთეულთა შეჯიბრში 7 ქართველი გოგონა ჩაერთვება. პირველ ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე უკრაინელ დაიანა იასტრემსკაიას გაეჯიბრება, სოფო ქვაცაბაიას მეტოქე რუსი ანასტასია ფროლოვა იქნება, მარიამ ბოლქვაძე ბოსნიელ დეა ჰერძელასს ეთამაშება, ანა მაქაცარია – რუს დარია ლოდიკოვას, მარიამ დალაქიშვილი – რუს ოლგა დოროშინას, ანა ახალკაცი – რუ ნათელა ძალამიძეს, ხოლო თათია მიქაძე უკრაინელ ვალერია სტრახოვას დაუპირისპირდება.

0.124347