საქართველოს 2015 წლის ჩემპიონ გორის “დილაში” მატებაა. როგორც გორელთა გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან “დილას” ღირსებას ერთბაშად სამი ახალი ფეხბურთელი დაიცავს. კერძოდ, უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში რატი ცაცკრიალაშვილი და ორი კონგოელი ლეგიონერი, რომარიკ ეტოუ და ტობოლტ მოუანგა იქნებიან.
ცაცკრიალაშვილი პოზიციით ნახევარმცველია და შარშან თბილისის “საბურთალოში” ირჯებოდა. ხოლო მანამდე “ცხინვალსა” და “გაგრაშიც” უთამაშია. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, რომარიკ ეტოუ 21 წლისაა, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია. იგი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში თელ ავივის “ბეითარში” გამოდიოდა, რომლის რიგებშიც 81 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო (გასულ სეზონში, 34 თამაში, 2 გოლი). იყო კონგოს 17-წლამდე ნაკრების წევრიც და მის შემადგენლობაში 2011 წელს მექსიკაში გამართულ შესაბამის ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მატჩი ჩაატარა.
ტობოლტ მოუანგა კი, ასევე 21 წლის გახლავთ და თვდამსხმელია. ბოლოს იგი სამშობლოში, “დიაბლს ნუარში” თამაშობდა…
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაკრებში არ გიძახებს ის ტავგასიებული და შენ გული არ გაიტეხო ყველა ქუტაისელი გაფასებს და წარმატებას გისურვებს მგონი საჩემპიონო სეზოვს ატარებ ტორპედო მეც მარტლა მომელოცოს ჩემპიონება ტორპდოს შენტან ერტად წელს
+1
ანდორამ ერთი თამაში მოიგო და გერმანიას არ გახარებია მსოფლიო ჩემპიონობა ისე, ამათ რო გაეხარდათ.
ნუ ლანძღავთ ნაკრებს.
არანაირი დამსახურება არ აქვთ ქართველ მკითხველს ფეხბურთის და ფეხბურთელების მიმართ რომ რამე მოთხოვოთ. არ იცით როგორ გუნდებში და რამდენხანს თამაშობენ?!
და სოციალურ ქსელს რო გადახედონ ხო იტყვიან ჩემი მაგინებლების გულის გასახარად უნდა მოვიკლა თავი მოედანზეო?! თუ ოლღა ბებოს სინდრომია... ჩვენ კი ვაგინებთ მარა ჩვენი ყ*)რები ლოცავენ))))))))
გულშემატკივარი ფულს ითხოვს გულშემატკივრობაში თუ სასმელ-საჭმელს ? უბრალოდ ვქომაგობთ და ამდენი ნეგატივის მიღების შემდეგ ჩვენც ნეგატივს ვაფრქვევთ. ეს ბუნებრივია.
ჩვენთვის კი არა, თავიანთი თავებისთვის ითამაშონ მაგ უბედურებმა. იქნებ უკეთეს კლუბს გამოკრან ხელი. თორემ გულშემატკივრები რომ ყოველთვის ეკიდათ უკვე 25 წელია ვუყურებ და ვიცი.