ფეხბურთი

14:33 | 5.09.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ლიოვი გერმანიის ისტორიაში მეორეა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანიამ გასვლაზე ნორვეგია 3:0 დაამარცხა, გერმანელთა თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 139 მატჩი ჩაატარა ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცლებს.

პირველ ადგილზე ზეპ ჰერბერგერია, რომელიც გერმანიის ნაკრებს (1936-1964) წლებში ავარჯიშებდა და 168 მატჩში უთავკაცა.

ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის და 2014 წელს გუნდთან ერთად ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065479