ფეხბურთი

1:06 | 5.09.2016 | ნანახია 6937 - ჯერ

ვიწყებთ ტრადიციულად, გაგრძელება არატრადიციული გვჭირდება...

საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება. აქ, თბილისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ. სურათი უცვლელია – ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი, ახალი იმედი – შეიძლება ითქვას, ეს უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა და კიდევ უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა მხრივ ტრადიცია არ გაგრძელედება და ეგებ, ეს შესარჩევი ციკლი მაინც გამოდგეს ჩვენთვის იღბლიანი, წარმატებული. ყოველივე ეს კი, დიდად იქნება დამოკიდებული დასაწყისზე – ეჭვგარეშეა კარგი სტარტი საქმეს ერთი-ორად აადვილებს და ამიტომაც, ავსტრიასთან მატჩი ორმაგ დატვირთვას იღებს...

მანამდე კი, ვნახოთ რა სიტუაციაა – საკადრო მდგომარეობით დავიწყოთ:

ჯაბა კანკავა, გიორგი ქვილითაია, ლევან ყენია, ოთარ მარცვალაძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი აბურჯანია – ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ნაკრებს ტრავმების გამო დააკლდნენ. როგორც ვლადიმირ ვაისმა თქვა, ეს დაახლოებით ისეთივე დანაკლისია ჩვენთვის, როგორც მაგალითად ავსტრიისთვის, დავიდ ალაბას, მარკო არნაუტოვიჩის ან ალექსანდრ დრაგოვიჩის არყოფნა იქნებოდა. თუმცა, მაინც იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ “ჯვაროსნებს” წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

კარის ხაზი – გაცვეთილი ფრაზაა, რომ კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო და მაშინ, სხვა თუ არაფერი, ნახევარი გუნდი ვყოფილვართ – გიორგი ლორია ჩინებულ ფორმაში ხვდება ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. მას რუსეთის პრემიერლიგაში არაერთი გამორჩეული თამაში ჰქონდა უკვე მიმდინარე სეზონში. საერთოდ, აქ კითხვის ნიშანი არაა – სლოვაკმა სპეციალისტმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დააანონსა, რომ კარს ლორია დაიცავდა.

დაცვის ხაზი – მარჯვენა ფლანგზე ორი ვარიანტია: უჩა ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე. სიმართლე ვაღიაროთ და არათუ გვილხინს, ძალიან გვიჭირს ამ პოზიციაზე. ლობჟანიძის მიმართ კრიტიკა გულშემატკივრებში თამაშიდან თამაშამდე მატულობს, ხოლო კაკაბაზე ნიჭიერია, მაგრამ სანაკრებო დონეზე ჯერ თავი ვერ დაგვამახსოვრა. ამასთან, ტარაგონას “ხიმნასტიკში” ორი ტურია განაცხადშიც ვერ ხვდება. ამავე პოზიციაზე თამაში ნიკა კვეკვესკირსაც შეუძლია, მაგრამ “გაბალას” “ტრეკვარტისტა” კარგა ხანია ნახევარდაცვაში ირჯება და თან მოცემულ მომენტში ნაკრებს იქ უფრო სჭირდება. საპირისპირო ფლანგზეც დაახლოებით იგივე სიტუაციაა – გიორგი ნავალოვსკისა და ზურაბ ცისკარიძეს შორის მოუწევს ვაისს არჩევა. ფავორიტი ბერძნული “ვერიას” განაპირა მცველია. ცენტრალურ წყვილს რაც შეეხება, გურამ კაშიას დღეს დიდი ალბათობით საყრდენის პოზიციაზე ვიხილავთ, ხოლო დაცვის ცენტრს ალექსანდრე ამისულაშვილი და საბა კვირკველია გაამაგრებენ. ეს უკანასკნელი კლუბში კონფლიქტის გამო თამაშს დანატრებულია, არადა, მისი შესაძლებლობები კარგად მოგვეხსენება. ამისულაშვილის სასახელოდ კი, ლაშა დვალთან შედარებით, მხოლოდ გამოცდილებას თუ მივიჩნევთ – ალბათ, ვაისიც ამიტომ ენდობა...

ნახევარდაცვის ხაზი – ყველაზე დიდი დანაკლისი ამ პოზიციაზე გვაქვს: კანკავასა და აბურჯანიას არყოფნაში ძირითადში უნდა ვიხილოთ ნიკა კვეკვესკირი. საერთოდ, იგი პროგრესირებს – ახლახან დიდი როლი ითამაშა აზერბაიჯანული “გაბალას” ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრაში. მისი კოზირი კი, ძლიერი დარტყმა და საკმაოდ კარგი მოედნის ხედვაა. მის მეწყვილედ გურამ კაშია იქნება – უფრო დაცვაზე ორიენტირებული. ვერ ვიტყვით, რომ “ვიტესის” კაპიტანი საყრდენზე ისეთივე დამაჯერებელია, როგორც დაცვაში, მაგრამ აქ თამაშის გამოცდილება აქვს და სავარაუდოდ, ვაისი ბუბა დაუშვილის სასტარტოში გამწესებას ისევ ამ ვარიანტს ამჯობინებს. ეს ორი საყრდენი, ხოლო შეტევას ყველაზე მეტად ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე და ჯაბა ჯიღაური უნდა დაეხმარონ. ანანიძე ალბათ გიორგი ლორიასთან ერთად ახლა ყველაზე კარგ ფორმაშია და ეჭვგარეშეა, მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყაზაიშვილს კი, სეზონის სტარტი მაინცდამაინც დამაჯერებელი არ ჰქონია –“ვიტესშიც” არ ენდობოდა მწვრთნელი, რაც საბოლოოდ მისი “ლეგიაში” გადასვლით დასრულდა. თუმცა, ვაკოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. თუნდაც ერთი წლის წინ, შოტლანდიასთან მატჩის გახსენებაც კმარა. რაც შეეხება ჯიღაურს, იგი ძირითადში თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად იქნება. ჯერ “დინამოს” შემტევზე ვთქვათ: ჯაბამ ესპანეთთან ამხანაგურ და ისტორიულ მატჩში მწვრთნელს თავი მოაწონა. გეხსომებათ, გოლი დიდწილად მისი დამსახურება იყო, როცა ჟერარ პიკესა და ჟორდი ალბას გვერდი ადვილად აუარა და ოქრის გაატანინა. რაც შეეხება თორნიკეს, მას მერე, რაც “მარსელში” ტრანსფერი ჩაეშალა, მისი მდგომარეობა იდეალური არაა – ამას თვითონ ვაისიც აღიარებს და ამბობს, რომ არ იცის ითამაშებს თუ არა იგი. თანაც, ოქრიაშვილი უთამაშებელია და ნაკრებსაც გვიან შეუერთდა. მოკლედ, სლოვაკი მას ცვლილებისთვის შემოინახავს, დიდი ალბათობით.

ცენტრფორვარდი – ლევან მჭედლიძე და გიორგი ქვილითაია დღეს ალბათ ნაკრების წამყვანი ცენტრფორვარდები არიან, მაგრამ გუნდს ვერცერთი ეხმარება. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ დაიმტვრა ნაკრებში ამჯერზე მიწვეული ოთარ მარცვალაძეც და მისი თამაშიც გამორიცხულია. შესაბამისად, რჩება ორი ვარიანტი: ვლადიმერ დვალიშვილი ან ნომინალური ფორვარდის გარეშე თამაში. ეს ნაკლებ სავარაუდოა – ვაისმაც დაადასტურა, მოგება თუ გვინდა, მარტო დაცვაში ჯდომით არაფერი გამოგვივაო და მოკლედ, დვალიშვილს მოედანზე პირველივე წუთიდან უნდა ველოდეთ. გადასარევად ვერც გამოცდილი ფეხბურთელი გამოიყურება ამ სეზონში, მაგრამ ბევრის აზრით, “დინამოს” რიგებში ევროსარბიელზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული უდაოდ იყო, სხვებთან შედარებით.

შედეგად მივიღეთ ასეთი სასტარტო თერთმეტეული: ლორია – ლობჟანიძე, ამისალუშვილი, კვირკველია, ნავალოვსკი – კაშია, კვეკვესკირი – ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი – დვალიშვილი...

წინა შესარჩევ ეტაპებზე სადებიუტო მატჩები

ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს ამაზე საუბარი, ავიღოთ 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირიდან მოყოლებული საწყისი თამაშები - 2000 წლის 7 ოქტომბერს, ლიტვასთან გასვლაზე ხმაურიანად 4:0 ვიმარჯვეთ და კიდევ უფრო იმედით განვეწყვეთ, მაგრამ გაგრძელება ასეთივე წარმატებული არ გამოვიდა.

ევრო 2004 – 2002 წლის 8 სექტემბერს, ბაზელში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 1:4 განადგურდა. შოთა არველაძის გოლი მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა და პორტუგალიისკენ მიმავალი გზა მძიმე სასტარტო მარცხით, კიდევ უფრო დამძიმდა.

მუნდიალი 2006 – 2004 წლის 4 სექტემბერს, ტრაბზონში ალენ ჟირესის ნაკრებმა თურქეთის ნაკრებთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. მალხაზ ასათიანის 85-ე წუთზე გატანილი გოლით იმედი კიდევ უფრო რეალური გახდა. ოთხ დღეში უკვე ალბანეთსაც მოვუგეთ ჯერ კიდევ “ლოკომოტივის” სტადიონზე, თუმცა...

ევრო 2008 – ალბათ ეს იყო ყველაზე რთული ჯგუფი, სადაც კი გვითამაშია. განგებამ ისე ინება, რომ საქართველოს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი უნდა სტუმრებოდა. აქვე იყვნენ უკრაინა და შოტლანდია... მოკლედ, სიკვდილის ჯგუფი – თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმედი ისევ გვქონდა (ფინალურ ეტაპზე პირდაპირ ერთი გუნდი გადიოდა!) და სწორედ ამ ციკლის წინ დაიწერა ცნობილი სიმღერა, რომელიც დავიწყებას მიეცა: “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” – “დინამო არენაც” გარემონტდა და... სტარტიც წარმატებული გამოვიდა აგვისტოს შუაში ფარერებთან კუნძულზე 6:0 გავიმარჯვეთ...

მუნდიალი 2010 – სამხრეთ აფრიკის მუნდიალის საკვალიფკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მასპინძლის რანგში დაიწყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო უეფამ მატჩის ჩატარების უფლება თბილისში არ მოგვცა – შეირჩა გერმანული ქალაქი მაინცი, სადაც ირლანდიის ნაკრებთან 1:2 წავაგეთ. ლევან ყენიას გოლმა მხოლოდ ანგარიში დაასველა, რადგან მანამდე დოილისა და უელანს უკვე დაელაშქრათ ჩვენი კარი.

ევრო 2012 – თემურ ქეცბაიას ნაკრებს ევრო 2012-ის საკვალიფკაციო ეტაპზე პირველ ხუთ მატჩში წაგება არ ჰქონდა. მოგებები მალტასთან და თვით ხორვატიასთან, თუმცა იმ შესარჩევში მეტი დასამახსოვრებელი სამწუხაროდ ვეღარაფერი შევქმენით. მაგრამ, დასამახსოვრებელი იყო სტარტიც: 3 სექტემბერს, ათენში საბერძნეთის ნაკრებთან ქულა ვირგუნეთ. მეტიც, ალექსანდრე იაშვილის გოლით თითქმის მთელი თამაში ვიგებდით, მაგრამ ბერძნებმა და კერძოდ, სპიროპულოსმა გაათანაბრა.

მუნდიალი 2014 – დასაწყისი სამქულიანი გამოდგა. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს თორნიკე ოქრიაშვილის შედევრი გოლი ბელორუსიის ნაკრების კარში, რისი წყალობითაც პირველი და როგორც შემდგომ გამოჩნდა, იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთადერთი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ევრო 2016 – ორი წლის წინანდელი შესარჩევი ციკლის ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით გავხსენით, ამჯერადაც “დინამო არენაზე”, მაგრამ მაინც წავაგეთ. ირლანდიის ნაკრებთან 1:2...

დღევანდელობა: მეტოქე – ავსტრია

მარსელ კოლერის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. “ოსტერეიხმა” საფრანგეთში იმის ნახევარიც ვერ აჩვენა, რასაც ელოდნენ. თუმცა, ეს არ მიუთითებს მათ სისუსტეზე. გუნდი დაახლოებით იგივეა, რაც ორი თვის წინ ევრო ფორუმზე იყო. გამონაკლისი კაპიტანი მარტინ ფუხსია, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა. ახლა, ავსტრიან ახალი კაპიტანი ჰყავს იულიან ბაუმგარტლინგერი. სწორედ ის ახლდა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კოლერს. 28 წლის ფეხბურთელი საქართველოს სერიოზულ მეტოქედ აღიქვამს და აფასებს. თუმცა, მასზე სახელოვანი მოთამაშეებიც ბევრი ჰყავს დღევანდელ მოწინააღმდეგეს. თუნდაც, დავიდ ალაბა, რომლის შესახებაც ვგონებ, ყველამ ყველაფერი იცით. არც მარკო არნაუტოვიჩს დაეწუნება რამე... რაც შეეხება წინა შესარჩევ ეტაპს – ავსტრიის ნაკრებმა ფანტასტიურად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზე წაუგებლად გავიდა. საერთოდ, ეს თაობა უდაოდ საუკეთესოა ავსტრიული ფეხბურთის ბოლო პერიოდის ისტორიაში.

და მაინც, როგორც ვლადიმირ ვაისმა თქვა, საქართველოს ნაკრებს მეტოქის არ უნდა შეეშინდეს და მოედანზე შემართებით, საბრძოლო განწყობით გავიდეს – თამაში ყველასთან შეიძლება!..


კომენტარები (53)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:54 | 06.09.2016
araza-1918 (6330)

ქოცებმა ამისულამ კალაძეს აჯობა ავტოგოლებით

19:03 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

ასე თუ ისე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ მჯერას დღეს ჩვენი ბიჭების ბოლომდე თავდადებით ყველაფერი კარგად იქნება

19:39 | 05.09.2016
levani82 (41682)

ჰოდა ჩვენი გიგა დეპრესიულებს გვეძახის

19:09 | 05.09.2016
geogoli (968)

ნეტარ არიან მორწმუნენი ძმაო. ღმერთმა ქნას მსოფლიოზე გავსულიყავით და მერე დაგეწეროს ჩემპიონები გავხდებით მჯერა ჩვენი ბიჭების თავდადებისო. ისე 4 წელიწადში 1-ხელ კი თამაშობენ ხოლმე თავდადებით

19:11 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

რამის ჩემიპიონობის ეგ უკვე ოცნებაზე მეტია და დღეავნდელი თამაშის მოგება კი რეალობასთან უფრო ახლოს დგას

19:07 | 05.09.2016
levani82 (41682)

ჰოდა ჩვენი გიგა დეპრესიულებს გვეძახის

19:16 | 05.09.2016
BEERTRANCE (97819)

შენ ლევან დეპრესიის მიმართ ქე გექნება იმუნინეტი DDDDDDDDDDDDD

19:09 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

არა უშავს გიგა ჩვენი კაცია

18:53 | 05.09.2016
levani82 (41682)

იმედია პირველივე ტურიდან მაქსიმალურ სარეიტინგო ქულებს ავიღებთ რომ მერე კაი კალათა შეგვხვდეს. შესარჩევში გაგვიმართლა იმ მხრივ რომ გრანდი არცერთი არაა და იქნებ ჩვენც ვიხეიროთ

18:50 | 05.09.2016
levani82 (41682)

fc dila gori (237) პასუხი
levani82 დასაწყისი კარგია ხოლმე მაგრამ მესამე ტურში უკვე იმედები კვდება როგორც წესი

ხოდა ეს სათაურიც ამიტომაა

18:33 | 05.09.2016
fc dila gori (404)

arturi-baierni ვარსკვლავი არცერთი ყავთ მაგრამ ყავთ ფეხბურთელები რომლებიც თამაშობენ ლევერკუზენში, ბაიერში, ზალცბურგში, შალკეში, ბაზელში, ინგლისის პრემიერლიგაში, გერმანიის ბუნდესლიგაში, ჩვენ კი მაქსიმუმ სპარტაკში და ვიტესში ფეხბურთელების ნახევარს სადაც თამაშობენ სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ

18:36 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

მე ვარსკვლავებზე მაქ საუბარი თორე მათი შემადგენლობა ყველა ვიცი იგივე შეიძლება გეთქვა ევროპაზე ისლანდიის წინააღმდეგ რომელიც საპირისპირო შედეგით დასრულდა......დღევანდელ ფეხბურთში ყველა შედეგი მოსალოდნელია ფავორიტი მეტოქეა მაგრამ არა ცალსახა

19:14 | 05.09.2016
BEERTRANCE (97819)

ისლანდიას ფეხბურთელები ყავდა და არა მთხლებურთელები

18:28 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

უნდა ვითამაშოთ შეტევითი ფეხბურთი დროის უმეტესი ნაწილი ეს იქნება მეტოქისთვის მოულოდნელობა რითაც შედეგის მიღების მეტი შანსი გვაქ

18:50 | 05.09.2016
M.U2016 (1925)

შეტევას თუ ვითამაშებთ განადგურება არ აგვცდება))))))))))))))

18:54 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

რატო ბარსას ვეთამაშებით და თამაშის გაშლა არ შეიძლებაა DDDDDDD

18:55 | 05.09.2016
levani82 (41682)

არტურ როგორც ყოველთვის ჩვენი მუ ფორმაშია

18:10 | 05.09.2016
fc dila gori (404)

maradona73 დღეს ავსტრიას რით უნდა მოვუგოთ საინტერესოა, ფიზიკურად გვაჯობებენ და ეგ იქნება გადამწყვეტი მგონია ამ თამაშში

18:26 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

მართალია ფიზიკა ერთ ერთი მთავარი კრიტერიუმია მაგრამ ჩვენც გვაქ პატარ პატარა პლიუსები ამას ემატება სახლის ფაქტორიც და ცოტა იღბალიც თუ იქნება ჩვენს მხარეს კარგი შედეგიც დაიდება.....ისე აღმეტებით საუბარში ლაპარაკობთ ავსტრიაზე თითქოს მათი შემადგენლობა გადავსებული იყოს ვარსკვლავებით ასეთი ავსტრიის დამარცხება შეგვიძლია

18:09 | 05.09.2016
fc dila gori (404)

levani82 დასაწყისი კარგია ხოლმე მაგრამ მესამე ტურში უკვე იმედები კვდება როგორც წესი

17:54 | 05.09.2016
M.U2016 (1925)

უჩა სასტავში იქნება ნუ იტყუებთ თავს. დიდება მანიუს იმედია დგეს არ მორჩება ისე როგორც ყოველთვის.

16:41 | 05.09.2016
UNITY (6719)

Shevche- ს წარმოდგენილი სასტავი იდეალურია პირველი ტაიმის მოსაგებად, რაზეც ვაისი აქცენტს უნდა აკეთებდეს წესით....

16:32 | 05.09.2016
NERO-ROSO (33)

უჩა იქნება ხო არავინ იცით? ვიყიდო ბილეთი ?

15:33 | 05.09.2016
levani82 (41682)

იმედია დღეს კაი ქულებსაც ავხვეტავთ

15:32 | 05.09.2016
levani82 (41682)

arturi-baierni

ხშირ შემთხვევაში შესარჩევებს 3 ქულით ვიწყებთ და არც ეს იქნება გამონაკლისი

15:15 | 05.09.2016
arturi-baierni (24493)

დღეს დიდი დღეა გამარჯვების წარმატებები ბიჭებოოო

15:10 | 05.09.2016
BEERTRANCE (97819)

ვაისმა თან არ გვეშინიაო, მემგონი ხარისხიანი ლუბრიკანტები ჩამოარიგა და რო არ ეტკინებათ მაგიტო არ ეშინიათ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

15:05 | 05.09.2016
geogoli (968)

მოვა სანაკრებო თამაში, ატყდება ფორუმებზე აურზაური, შემადგენლობების გამოცნობა და წინასწარ ქულების დათვლა და მერე მთელი კვირა ლანძღვა-გინება. არ დაიღალეთ ღირესული და უღირსი დამარცხებებით? მე პირადად 8 წელი ნაკრების საშინაო თამაში არ ჩამიგდია, მაგრამ მორჩა, ყველაფერს საზღვარი აქვს

15:23 | 05.09.2016
Tornikiusi (1820)

მეც ზუსტად ეგრე ვარ არ გამიცდენია ნაკრების არცერთი თამაში როცა საქართველოში ვიყავი. მაგრამ წელს დინამოს წაგების მერე აღარ წავალ მაგათ თამაშზე სანამ წესიერად არ დაიწყებენ თამაშს

14:23 | 05.09.2016
shalva (2637)

მე გადაგიხდით მაგ რეკლამის ფულს რასაც ნაციონალები გიხდიან და კაცურად წაშალეთ თორემ სულ ვიგინები ამ გვერდზე რომ შემოვდივარ.

18:06 | 05.09.2016
ბაგი-რეი (2264)

მე ზოგადად პოლიტიკურ რეკლამებს ვაგინებ. არჩევანის წინაშე რო ვდგები. ერთის დედამიწაც და მეორესიცთქვა. სამში თუ მიწევს არჩევნის გაკეთება... უბრალოდ ციფრების თვლის ამბავია. ტექსტი იგივე

13:58 | 05.09.2016
giomaldini (9)

რამდენი ბილეთია გაყიდული ხომარიცით ?

13:38 | 05.09.2016
პინტურიჩიო10 (12662)

შინხოფერი დიდი კალბასი უნდა ვატაკოთ დღეს შავი ალაბას თამადობით ავსტრიელებ))))))

იმედი 10 საათზე არ დავიწყებთ ამათი უთავმოყვარეო და ასე შემდეგ მიდით მგლებოოოოო))))

უჩა დააგოიმონ და უთხრან ლოკომოტივზეა თამაშიო )))))))

13:36 | 05.09.2016
პინტურიჩიო10 (12662)

რა სათაურია ადმინ ორიენტაციაზე დავფიქრდი და წავედი უცებ))))

რაღაცა გაფუწებულ ფილმებს უყურებს ადმინი ))))))))

13:43 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

13:28 | 05.09.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

სათაური გლიჯამს რაა...
მეტი რაღა არატრაдიციული გვინдა, მიдის კვნესა дა ბაბანი უკვე 22 წელია DDDDDDDD

13:32 | 05.09.2016
BEERTRANCE (97819)

არატრადიციული კვნესა გვინდაო, განსხვავებულად რო ჟღერდეს

13:43 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

13:16 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

ზივზივაძე ვერ გადავიდა გაბალაში?

მაგ გუნდს მაინ ვუბალელშეკებდი 2 ქართველის პონტში ლეგიასთან ერთად.

13:14 | 05.09.2016
giomaldini (9)

ბიჭებო ხოარიცით, ერთ ბილეთს რომ ვიყიდი ბავშვის შეყვანა თუ შეიძლება ?.

13:17 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

6 წლამდე წეისთ უნდა შეუშვან, მარა ზუსტად არ ვიცი ძმაო.

13:37 | 05.09.2016
giomaldini (9)

გაიხარე მადლობა !

13:14 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

ლობჟანიძის მაგივრად ფლანგზე კაშია, ამისულაშვილის ნაცვლად დვალი.

საყრდენები დაუშვილი, კვეკვესკირი.

შეტავაში ჯანო, ვაკო, მარცვალა და სხირტლაძე.


ასე არ ითამაშებენ, "თავისი სტანდარტები აქვთ" ნაკრებში, ამიტომ ავიღებ და დავწერ საქართველოს წაგებას, თუ არ დამეზარა

12:59 | 05.09.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

дღეს дიдი дღეა, дიдი... შესძახა ამ дილით ალაბას მამამ ტუალეტიдან გამოსვლისას DDDD

12:52 | 05.09.2016
BEERTRANCE (97819)

იმდენივე ნეგატივი შეუქმნეს როგორც ესპანეთთან და იმედია ისევ ქომაგების ჯინაზე იქნებ ქნან რამე DDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:45 | 05.09.2016
შტაბკარწირა ქინძი მიშა (276)

რესურსი ძალიან ცოტა აქვს ჩვენს ნაკრებს. ფრეც კარგი შედეგი იქნება ორივე გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე... მე მაინც წავალ სტადიონზე და ყოველთვის ვივლი. ზოგჯერ მაინც ხომ იგებენ და მერე არასდროს მავიწყდება ის ემოცია. წარმატებებს გისურვებთ ყველას

12:39 | 05.09.2016
მებრძოლი ლაზი (60)

დვალიშვილის ძირითადში დაყენება ნიშნავს, რომ თამაში დაწყებისთანავე წაგებული გვაქვს!!!

12:38 | 05.09.2016
მებრძოლი ლაზი (60)

დვალიშვილის რატო უნდა უნდა იყოს ნუ გამაგიჟებთ, კაცმა გოლი როგორ გაიტანოს არ იცის!!!

13:04 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

+1

შემთხვევით თუ არ გამოუვიდა

12:37 | 05.09.2016
jimibarca (206)

შესარჩევი იწყება და მე როგორც მუდმივი ოპტიმისტი კვლავ იმედით ვარ, აბა თქვენ იცით ჩვენო ბიჩებო, ღმერთმა მომაგებინოთ და გაგახარებინოთ ქართველი ხალხი!!!!

12:24 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

მეცოდება ის ხალხი ვინც სტადიონზე მივა და კიდევ ერთხელ გაწბილებული წამოვა. იმედია 1 ტაიმში მაინც არ მოგვიმთავრებენ.

მუს შეკვეთილია ეგ ნაცების რეკლამა

12:45 | 05.09.2016
BEERTRANCE (97819)

თან არ ჩანს რა ხანია DDDDDDDDDDDDDDDD

13:04 | 05.09.2016
maradona73biankoneri (12347)

შტაბში იქნება ეხლა დაკავებული

11:57 | 05.09.2016
berodaviti (4285)

ყველამ ისწავლა თამაში !!!

0?'>http://www.myscore.ru/match/t8wThuoT/#video':'>http://www.myscore.ru/match/t8wThuoT/#video')) დანიამ ცალკარა კინაღამ ვერ მოიგო, გოლი კლასს
0?'>http://www.myscore.ru/match/Ee8sC2oi/#video':'>http://www.myscore.ru/match/Ee8sC2oi/#video')) ყაზახებმა მოატრიალეს
0?'>http://www.myscore.ru/match/OnNsyAKJ/#video':'>http://www.myscore.ru/match/OnNsyAKJ/#video')) ლიტვამ დაკარგა მოგება ბოლოში
0?'>http://www.myscore.ru/match/IkU8vU8L/#video':'>http://www.myscore.ru/match/IkU8vU8L/#video')) აზერებმა 10 კაციან სანმარინოს ძლივს მოუგო
0?'>http://www.myscore.ru/match/WYqdCBPS/#video':'>http://www.myscore.ru/match/WYqdCBPS/#video')) მიულერმა და გერმანიამ დააშამათეს
0?'>http://www.myscore.ru/match/SK5QSoSa/#video':'>http://www.myscore.ru/match/SK5QSoSa/#video')) სლოვაკეთს დარტყმებში 0 უწერია ?!

ეხლა ჩვენი დროა გამარჯვების !!!

11:27 | 05.09.2016
Shevche (15054)

_______________________ლორია___________________________
___________________კაშია_____კვირკველია__________________
____კაკაბაძე________________________________ნავალოვსკი____
_____________კვეკვესკირი______კობახიძე____________________
_______________________ანანიძე____________________________
________ოქრიაშვილი_____________ყაზაიშვილი_______________
______________________ჭანტურია___________________________

ჩემი აზრით ეს შემადგენლობაა ოპტიმალური. სუსტი წერტილი ისევ მარჯვენა მცველია. კაკაბაძე ნაკრებში ძალიან არადამაჯერებელია ხოლმე ჯერ-ჯერობით, მაგრამ ლობჟანიძეს ფაფხურს მაინც მირჩევნია. თან დღეს ფლანგის მცველებს მოუწევთ შეტევაში ჩართვა და ლობჟანიძე მაგ დროს ძალიან უსუსურია :/ კვეკვესკირი გამოდგებოდა მანდ, თან ძალიან მაგარი ,,პადაჩა" აქვს, მაგრამ ცენტრში უფრო გვჭირდება, რადგან კანკავა-აბურჯანია არ გვყავს.
კარებში ლორია ამ ეტაპზე უკონკურენტოა.
დაცვის ცენტრში: ამისულაშვილის დანახვა მგონი აღარავის უნდა. დვალს აქვს პერსპექტივა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც არ დავაყენებდი. ნაკლებად საიმედოა(თუმცა შეტევაში ძალიან მაგრად ერთვება).
საბა, მიუხედავად ბოლოდროინდელი უთამაშებლობისა, მაინც ძირითადის კაცია.
კაშია არ არის საიმედო მცველი, თუმცა გამოცდილება, ბრძოლისუნარიანობა და რაღაც მასეთები აქვს, ამიტომ საბას გვერდით კაშო.
ცენტრში კვეკვესკირს კობახიძეს შევუწყვილებდი, შავ სამუშაოსაც შეასრულებს(მოძრავი ფეხბურთელია) და ხანდახან შეტევებშიც ჩაერთვება, მარცხენა ფლანგიდან, ვაკო შუაში შეიწევს და კობახიძეს მარცხენა შემტევად გადართვა შეეძლება.
ოქრიაშვილს, თუ რაიმე არ ჭირს, ყოველთვის ძირითადში უნდა იყოს. იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის საუკეთესოა. ვაკოზე და ჯანოზე არაფერს ვიტყვი.
წინ კი ჭანტურიას დავაყენებდი. ვინაიდან თავდამსხმელებში ძალიან გვიჭირს, მე პირადად, ჭანტურია-ოქრიაშვილის წყვილიდან ერთ-ერთს დავაყენებდი ცრუ ფორვარდად. უფრო ჭანტურიას, რადგან უკეთესი დარტყმა აქვს, თუმცა ოქრიაშვილს ბურთის წინ დაჭერა შეუძლია.
ერთ ტაიმს ჭანტურიას ვათამაშებდი ფორვარადად და ოქრიაშვილს ფლანგზე და მეორე ტაიმს პირიქით. გამოჩნდებოდა როგორ ჯობია.
არავითარი ჯიღაურები და მსგავსი უდონო ფეხბურთელები.
ოქრიაშვილზე და ჭანტურიაზე მეტად ეგენი ვერ გაამწვავებენ თამაშს. ეგენი მაქსიმუმ შეცვლაზე.

12:28 | 05.09.2016
ssll (1520)

დღეისთვის ამაზე უკეთეს სასტავს ვერ მოვაგროვებთ ჩემი აზრითაც...ერთი რასაც შევცვლიდი კაშია მაინც ფლანგზე მირჩევნია...შუაშუ ახასიათებს პოზიციური შეცდომები...და ფლანგზე ცემი აზრიტ ორივე ვარიანტს აჯობებს..და შუაშუ დვალი ან ხოჭოლავა (სამომავლოდ შეიძლება მოისინჯოს ხოჭოლავაც..დღეს პირდაპირ ავსტრიასთან ალბათ არა)..

11:59 | 05.09.2016
Torres9 (12692)

კობახიძე ამოაგდე

12:58 | 05.09.2016
Shevche (15054)

მაშინ ალტერნატივა მითხარი

11:33 | 05.09.2016
geogoli (968)

ცრუ ფორვარდად კი არა მართლად ფორვარდად რო ითამაშონ ამათგან მაინც არაფერი გამოვა. ძალიან ოპტიმისტი ყოფილხარ ძმაო თუ ფიქრობ რომ ამ გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია. მაქსიმუმი ის იქნება რომელიმე თამაში ჩაატარონ კარგად მთელ შესარჩევ ციკლში. აბა ფეხბურთელი რო ურალის სათადარიგოთა სკამზე იქნება იმას რა ესაქმება მსოფლიოს ჩემპიონატზე?

12:21 | 05.09.2016
ssll (1520)

ეს როგორც 2*2=4 ისეა..

12:08 | 05.09.2016
drogba-11 (13246)

მართალი ხარ ძმაო )) მე არ მინდა ვიყო ამაყი და მჯეროდეს გამარჯვების? მარა რო ვაანალიზებ არ ვიცი რა სასწაული უნდა მოხდეს

11:19 | 05.09.2016
zero1 (5)

აბა თქვენიცით ტრადიციულად წავაგოთ 0-4

10:59 | 05.09.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

სურათი ვინ იეღოველმა გადაიღო? რაღაც ზაან გალამაზებულია ზეცა და რამეს ხოარგვაპარებენ :დ

10:53 | 05.09.2016
BEERTRANCE (97819)

ვასაძის ჩიხტიკოპები ჩააცვით ამათ იქნებ ამან უშველოს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

10:52 | 05.09.2016
berodaviti (4285)

უნდა მოვიგოთ 2:0

ამხელა ანტირეკლამას როგორ უწევთ საკუთარ თავს ?! ეს ანტიეროვნული ნაცბანდის რეკლამა მოაშორეტ საიტს, ეგრევე ზიზღის და ფურთხის შეგრძნებას იწვევს...

10:37 | 05.09.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ამისუალაშვილი რო გეყოლება ძირითადში დაცვაში მანდაა დასრულებული ყველაფერი თამაში დაწყებული არაა რო როჟას უკვე თირკემელებზე ა ქ ხელები შემოლაგებული გეგონება 13 კილომეტრი ირბინაო
ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლზ
მე არ მივდიავრ თამაშზე იმი ტო რამდნეიც წავედი იმდენი წაგბეული წავედი სახლში ამოვიდა უკვე ამდენი ყ @ ეობებ ის ყურება

10:32 | 05.09.2016
MU012FC (9145)

მეტი ლანძღვა, მეტი გინება, მეტი პესიმიზმი დაანახეთ ხალხო ამ ჩვენს ისედაც სუსტ ფეხბურთელებს, იქნება რაღაც იგრძნონ.

10:12 | 05.09.2016
Torres9 (12692)

დინამოს კაპიტანი ამისულაშვილი,ნაკრების კაპიტანი ამისულაშვილი,პრეზიდენტად ამისულაშვილი!!!

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165311