საქართველოს ეროვნული საფეხბურთი ნაკრების ავსტრიასთან მატჩის ოფიციალური განაცხადი ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა 23 კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა.
საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპზე ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ მარცვალაძემ ტრავმა მიიღო და გუნდს წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ეროვნულმა ნაკრებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე, ს.კ. ზესტაფონის მოედანზე ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღების შესაძლებლობა პირველი 15 წუთის განმავლობაში ჰქონდათ.
ვარჯიშის დაწყებამდე კი, "დინამო არენას" საკონფერენციო დარბაზში ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია შედგა. მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ეროვნული გუნდის წევრმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე tkt.ge/georgiavsaustria და დინამოს სალაროებში შეუძლიათ.
საქართველო - ავსტრიის მატჩი "დინამო არენაზე", 5 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
www.gff.ge